თქვენ წინაშეა ტაციტუსის მცირე ზომის ქმნილება რიტორიკის ხელოვნების შესახებ, რომელიც დიალოგის ფორმითაა დაწერილი. მისი შექმნის თარიღი უცნობია, სავარაუდოდ კი ჩვ.წ. 102 წელს უნდა იყოს დაწერილი.
პუბლიუს (ან გაიუს) კორნელიუს ტაციტუსი (ლათ. Gaius aut Publius Cornelius Tacitus) (დ. 56 - გ. 117) - რომაელი ისტორიკოსი. ეკავა პრეტორისა და კონსულის თანამდებობები. არის ავტორი თხზულებებისა „გერმანელების წარმოშობისა და გერმანიის ადგილმდებარეობის შესახებ“, „ისტორია“, „ანალი“.