iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

მარადისობის ქრონოტოპი

ავტორი: თამარ კოტრიკაძე

2025 წელი | გამომცემელი: თამარ კოტრიკაძე

თანამედროვე, კრიტიკა, ესსეისტიკა

ფორმატები: html, epub, mobi
62
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

კრებულში განხილულია რუსული ლიტერატურის, ფილოსოფიის, სულიერების ზოგიერთი ასპექტი. ყურადღების ცენტრშია რუსული ლიტერატურის ის ნიმუშები, რომელთა ქართულ ენაზე თარგმანიც კრებულის ავტორმა შეასრულა. წერილები ეძღვნება კლასიკოს მწერალს მ. სალტიკოვ-შჩედრინს, ქარისტიან ავტორსა და მოძღვარს მამა ალექსანდრე მენს, ფილოსოფოს ნიკოლაი ბერდიაევს, თანამედროვე ავტორებს – ბორის აკუნინს, ლორა ბოჩაროვას, ევგენი ვოდოლაზკინს.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
თამარ კოტრიკაძე
თამარ კოტრიკაძე

თამარ კოტრიკაძე (1973) – ქართველი მთარგმნელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. ნათარგმნი აქვს ქართველი, გერმანელი, ინგლისელი, ფრანგი და რუსი ავტორების ნაწარმოებები. მისი დამსახურებაა, რომ ქართველმა მკითხველმა პირველად გაიცნო გრიგოლ რობაქიძის რომანის – „მცველნი გრალისა“ სრული ტექსტი. 2020 და 2021 წწ. ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტი ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“. 2010 წელს მიენიჭა „საგურამოს“ პრემია (თარგმანის ნომინაციაში). 2003 წელს – ავსტრიის კულტურის სამინისტროს პრემია ქრისტინე ლავანტის ნაწარმოებების თარგმნისათვის.