კაპიტალისტური სისტემა უკვე სამი ასწლეულია მსოფლიოს დომინანტური ეკონომიკური მოდელია. სისტემა, რომელმაც სოციალურ-ეკონომიკურ სიკეთეებთან ერთად, უამრავი უბედურება და უთანასწორობა მოიტანა, საქართველოში უკანასკნელი 30 წელია დიდი სისწრაფით იკიდებს ფეხს; კაპიტალიზმს მოჰყვება თავისი კულტურული კოდები - კულტურის ინდუსტრია, რომელიც ეკონომიკური რეალობის გამყარებაა კულტურის სფეროში; წინამდებარე კრებულის მიზანია წარმოაჩინო და გააკრიტიკოს, როგორც კაპიტალიზმის ეკონომიკური ბაზისი, ისე მისი ზედნაშენის - კულტურის ინდუსტრიის მოქმედების პრინციპები და ალგორითმები.
ავტორები გვევლინებიან ფილოსოფიის, კინომცოდნეობისა და რელიგიის კვლევების დისციპლინებიდან. კაპიტალიზმის კრიტიკა და მისი ალგორითმების პრაქტიკულსა თუ თეორიულ დონეზე გამოაშკარავება ავტორების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის უცვლელი შემადგენელია