მახასიათებლები
- სათაური: ფრანკფურტული მოხსენებები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ინგებორგ ბახმანი
- გამომცემელი: თამარ კოტრიკაძე
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები: 69
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 42
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- 1. რეალური და მოჩვენებითი შეკითხვები
- 2. ლექსების შესახებ
- 3. ავტორისეული “მე”
- 4. სახელებთან ურთიერთობა
- 5. ლიტერატურა როგორც უტოპია
გადაფურცვლა
ინგებორგ ბახმანი
ფრანკფურტული მოხსენებები:
თანამედროვე პოეზიის პრობლემები
სარჩევი
1. რეალური და მოჩვენებითი შეკითხვები
2. ლექსების შესახებ
3. ავტორისეული “მე”
4. სახელებთან ურთიერთობა
5. ლიტერატურა როგორც უტოპია
1. რეალური და მოჩვენებითი შეკითხვები
ქალბატონებო და ბატონებო!
ვგონებ, მეცნობა ის ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, რამაც ამ დარბაზში მოგიყვანათ. ორივეს ბადებს იმ საკითხების შესახებ რაიმე დამატებითის გაგების სურვილი, რითაც დაკავებულნი ვართ, - მაშასადამე, ისეთი რამის შესახებ განსჯის, თვალსაზრისთა, დასკვნათა მოსმენისა სურვილი, რაც, წესით, თავისთავად, მხოლოდ მისივე არსით უნდა ვიკმაროთ. მაშასადამე, ეს უფრო სუსტი, მეორეხარისხოვანი რამ უნდა იყოს, რადგანაც ყოველივე, რაც კი შეიძლება შემოქმედების შესახებ ითქვას, მასზე ბევრად უფრო სუსტი გახლავთ. ეს კრიტიკის უდიდეს მიღწევებსაც კი ეხება და, მათთან ერთად, ყოველივე პრინციპულსა და საფუძვლიანს, რისი თქმის სურვილიც დრო და დრო გვიჩნდებოდა და კვლავაც გაგვიჩნდება. ამ ყველაფერს გზის გაკვლევის მიზანი ამოძრავებს და სწორედ ასე, საორიენტაციოდ, ითქმის კიდეც. თავად მწერლებიც არც თუ იშვიათად იჩენენ ინტერესს სხვა შემოქმედთა აღიარებების, დღიურების, სამუშაო რვეულების, მიმოწერის და, ბოლო დროს, ასევე საქვეყნოდ გათქმული “პროფესიული საიდუმლოებების” მიმართ. ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინათ რუსმა პოეტმა მაიაკოვსკიმ გამოაცხადა, მკითხველს პოეტის შემოქმედებით საიდუმლოებებზე სრული უფლება აქვსო, ამ უკანასკნელმა არ შეიძლება ისინი თან ჩაიტანოსო საფლავში. ასეა თუ ისე, დღეს ამის საშიშროება ნამდვილად აღარ არსებობს: განსაკუთრებით ლირიკოსები არ იშურებენ აღიარებებს, თუმცა ერთსულოვნება მაინც არ სუფევს...: ლექსს ზოგი “აკეთებს”, სხვა კი გუმანით სწვდება, კრუხივით ჩეკს, აშენებს ანდა ამონტაჟებს.
ასეა თუ ისე, მოლოდინისამებრ უხვად დაგასაჩუქრებთ აღიარებებით, მეტიც: ისეთ საიდუმლოებსაც კი გაგანდობთ, სინამდვილეში...