iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სიმშვიდის ხელოვნება

ავტორი: მორიჰეი უეშიბა

2026 წელი | გამომცემელი: Iva

მთარგმნელი: ივა თადიაშვილი

თარგმანი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია

ფორმატები: html, epub, mobi
4
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

მორიჰეი განმარტოებულად სოფელში ცხოვრობდა და ცხოვრების თითოეული წამი, სრულად მიუძღვნა აიკიდოს „სიმშვიდის ხელოვნების“ დახვეწასა და გავრცელებას. ძველი ბრძოლის ტრადიციების ავტორებისგან განსხვავებით, როგორიცაა სუნ ძის „ომის ხელოვნება“ ან მიამოტო მუსაშის „ხუთი გრაგნილი“, რომლებშიც წერია რომ ომი და ბრძოლა გარდაუვალია და ერთადერთი გამარჯვების გზა გონივრული სტრატეგიაა, მორიჰეიმ დაინახა, რომ უწყვეტი ბრძოლა სხვებთან, საკუთარ თავთან და გარემოსთან დედამიწის განადგურებამდე მიგვიყვანს. „მსოფლიოს უყვარს დრამატულობა, მაგრამ ერთმანეთში განუწყვეტელმა ბრძოლამ და ომმა შეიძლება საბოლოოდ გაგვანადგუროს. ახლა ჩვენ გვჭირდება ჰარმონიის, და არა დაპირისპირების ტექნიკა. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდის და არა ომის ხელოვნება“ .

მახასიათებლები
გადაფურცვლა
მორიჰეი უეშიბა
მორიჰეი უეშიბა

მორიჰეი უეშიბა (1883-1969) საბრძოლო ხელოვნების უდიდეს ოსტატად ითვლება. მას მაშინაც კი, როცა უკვე ოთხმოც წელს გადაცილებული იყო, შეეძლო ნებისმიერი მოწინააღმდეგის განიარაღება, მრავალი თავდამსხმელის ერთდროულად მოგერიება, თუ მხოლოდ ერთი თითის გამოყენებით მოწინააღმდეგის წაქცევა. მიუხედავად იმისა, რომ დაუმარცხებელი მებრძოლი იყო, ის უპირველესად მშვიდი კაცი გახლდათ, რომელსაც ეზიზღებოდა ჩხუბი, ომი და ყოველგვარი ძალადობა. მისი გზა იყო აიკიდო, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „სიმშვიდის ხელოვნება“