მახასიათებლები
- სათაური: ჰამლეტი
- ISBN კოდი:
- ავტორი: უილიამ შექსპირი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 6035
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
- მოქმედი პირები:
- მ ო ქ მ ე დ ე ბ ა პ ი რ ვ ე ლ ი
- მ ო ქ მ ე დ ე ბ ა მ ე ო რ ე
- მ ო ქ მ ე დ ე ბ ა მ ე ს ა მ ე
- მ ო ქ მ ე დ ე ბ ა მ ე ო თ ხ ე
- მ ო ქ მ ე დ ე ბ ა მ ე ხ უ თ ე
- შენიშვნები:
გადაფურცვლა
ჰ ა მ ლ ე ტ
სარჩევი
მოქმედი პირები:
მ ო ქ მ ე დ ე ბ ა პ ი რ ვ ე ლ ი
მ ო ქ მ ე დ ე ბ ა მ ე ო რ ე
მ ო ქ მ ე დ ე ბ ა მ ე ს ა მ ე
მ ო ქ მ ე დ ე ბ ა მ ე ო თ ხ ე
მ ო ქ მ ე დ ე ბ ა მ ე ხ უ თ ე
შენიშვნები:
მოქმედი პირები:
კ ლ ა ვ დ ი უ ს, დანიის ხელმწიფე.
ჰ ა მ ლ ე ტ, უწინდელის ხელმწიფის შვილი და ეხლანდელის ძმისწული.
პ ო ლ ო ნ ი უ ს, პირველი პირი სასახლეში.
ჰ ო რ ა ც ი ო, ჰამლეტის მეგობარი.
ლ ა ე რ ტ, პოლონიუსის ძე.
ვ ო ლ ტ ი მ ა ნ დ, კ ო რ ნ ე ლ ი უ ს, რ ო ზ ე ნ კ რ ა ნ ც, გ ი ლ დ ე ნ ს ტ ე რ ნ, ო ს რ ი კ, კარისკაცნი
კ ი დ ე ვ ე რ თ ი კ ა რ ი ს კ ა ც ი.
პ ა ს ტ ო რ ი.
მ ა რ ც ე ლ უ ს, ბ ე რ ნ ა რ დ ო, ოფიცრები.
ფ რ ა ნ ც ი ს კ ო, ჯარისკაცი.
რ ე ი ნ ა ლ დ ო, პოლონიუსის მსახური.
ა ს ი ს თ ა ვ ი.
ე ლ ჩ ი.
ა ჩ რ დ ი ლ ი ჰამლეტის მამისა.
ფ ო რ ტ ი ნ ბ რ ა ს, ნორვეგიის პრინცი.
გ ე რ ტ რ უ დ ა, დანიის დედოფალი და დედა ჰამლეტისა.
ო ფ ე ლ ი ა, პოლონიუსის ასული.
დიდებულნი, მათი ცოლები, ოფიცრები, ჯარისკაცნი, აქტორები, მესაფლავენი, მეზღვაურნი, შიკრიკნი და სხვანი.
სანახავი ელსინორაშია.
მ ო ქ მ ე დ ე ბ ა პ ი რ ვ ე ლ ი
ს უ რ ა თ ი პ ი რ ვ ე ლ ი
ელსინორა[1]. ტერასი ციხე-დარბაზის წინ.
(ფ რ ა ნ ც ი ს კ ო დარაჯადა დგას. ბ ე რ ნ ა რ დ ო შემოდის)
ბ ე რ ნ ა რ დ ო
მანდ ვინა დგახარ?
ფ რ ა ნ ც ი ს კ ო
თითონ ვინა ხარ? მითხარ ნიშანი.
ბ ე რ ნ ა რ დ ო
დღეგრძელი იყოს მეფე ჩვენი![2]
ფ რ ა ნ ც ი ს კ ო
ბერნარდო, თქვენა?
ბ ე რ ნ ა რ დ ო
ჰო, ბერნარდო ვარ.[3]
ფ რ ა ნ ც ი ს კ ო
თქვენს ვადაზედ მოხვედით სწორედ.
ბ ე რ ნ ა რ დ ო
დროა, ფრანცისკო, დაიძინო, – თორმეტი დაჰკრა.
ფ რ ა ნ ც ი ს კ ო
დიდად გმადლობთ, რომ გამომცვალეთ დანიშნულს დროზედ;
საშინლად მცივა და აქ დგომაც მომწყინდა კიდეც.
ბ ე რ ნ ა რ დ ო
ხომ არაფერი არ მომხდარა, რაც დარაჯად ხარ?
ფ რ...
უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი (26.04.1564 (ნათლობა)-23.04.1616) - ინგლისელი პოეტი, დრამატურგი და მსახიობი. მიჩნეულია ყველაზე გავლენიან ინგლისურენოვან მწერლად და მსოფლიოს უდიდეს დრამატურგად, რომლის პიესები დღემდე უფრო ხშირად იდგმება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავტორისა.