„ქართული სამართლის ისტორიის“ მეორე ნაწილის პირველი ნაკვეთი ძირითადად სოციალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა მოსახლეობა, წოდებრივი დანაწილება, მმართველი წრეები, მათ შორის ურთიერთობები ისევე, როგორც ცალკეული მოხელენი და მოხელეობა.
ივანე ჯავახიშვილი (11.04.1876-18.11.1940) - დიდი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს საისტორიო სკოლის ფუძემდებელი, ავტორი "ქართველი ერის ისტორიისა."