ეს შემოკლებული და ელექტრონულად ადაპტირებული მეორე გამოცემაა. წიგნი მივუძღვენი იმ ქართველ ძმებს , მასონური ორდენის წევრებს, რომლებიც იყვნენ ჩვენი სამშობლოს შვილები, ქვეყნის განვითარებაში სხვადასხვა როლით, ფუნქციითა და ხედვით. წლების წინ საკმაოდ გაუბედავად დავიწყე ამ გამოცემის მომზადება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, კიდევ მრავალი ახალი გამოცემა მიეძღვნება ჩვენს ქართველ მასონ ძმებს. გაუბედავად, იმიტომ, რომ რთულია გამორჩეულ ადამიანებზე წერა, ქართული საზოგადოებისთვის იმის ახსნა, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორც მასონები, თუ რა გავლენას ახდენდა მასონობა მათ მსოფლმხედველობაზე და ზოგადად, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.