iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

მეცნიერული

სორტირება:

„წიგნსაც კი თავის ბედისწერა აქვს“ . ეს ლათინური აფორიზმი სრულად შეესატყვისება „ტიბეტური თქმულება იესო ქრისტეზე“ - შუააზიურ აპოკრიფულ თქმულებას, როგორც იესო ქრისტეს შუა აღმოსავლეთში უწოდებენ, ისაზე

მკითხველს ვთავაზობთ ოშოს წიგნის სრულ თარგმანს, რომელიც გამოვიდა მას შემდეგ, რაც ავტორმა ეს სამყარო დატოვა. წიგნი შეიცავს 80 საუბარს (თავს). იგი ეძღვნება 112 სუტრას ტექნიკას, რომელიც გადმოცემულია უძველეს ტანტრას ტრაქტატში ვიგიან ბჰაირავა ტანტრას მიერ. ამ წიგნში რაჯნიში ლაპარაკობს ღმერთზე, როგორც რაღაც პოტენციალზე. ეს პოტენციალი ჩადებულია თავად ადამიანში, როგორც გარკვეული მდგომარეობა, რომელიც მასში უნდა რეალიზდეს.

ევერეტ შოსტრომის ფსიქოლოგიური ბესტსელერი მაინტრიგებელი სახელწოდებით „ადამიანი – მანიპულატორი“ მილიონობით მკითხველს დაეხმარა საკუთარი თავისადმი რწმენის შეძენაში, გაუკეთესებაში, ცხოვრების შესწავლაში. ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ უფრო დიდი ჰუმანისტია – შოსტრომი, რომელიც თავის გარშემო მანიპულატორებს ხედავს, თუ კარნეგი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ადამიანებს გულახდილი ინტერესით მოვეპყრათ. „შეეცადეთ მოერიდოთ კონფლიქტებს... აკონტროლეთ საკუთარი თავი... ამას ადვილად მოეკიდეთ“, – მუდმივად გვირჩევს დეილ კარნეგი. „მოსინჯეთ და როცა თქვენს ნერვულ სისტემას გამოფი ტავთ, ჩემთან მოდით სამკურნალოდ, მე პირდაპირ საპირისპიროს გირჩევთ“, – წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ევერეტ შოსტრომი. ადვილად წარმოსადგენია ეს საპირისპირო რჩევები: „ნუ მოერიდებით კონფლიქტებს, ნუ გააკონტროლებთ თავს“. ნუთუ ასეა? დაე, თავად ქართველმა მკითხველმა განსაჯოს, თუ ვის რჩევას დაუჯეროს.

მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის, ერიხ ფრომის ეს შესანიშნავი ნაშრომი წარმოადგენს ფსიქოანალიტიკურ ესსეს ჰიტლერის შესახებ, რომლის ქართულ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს. იგი აჯამებს ავტორის მრავალწლიან ნააზრევს ამ საკითხის შესახებ. ეყრდნობა რა მრავალფეროვან ბიოგრაფიულ მასალებს, დოკუმენტებს და თანამედროვეთა ჩვენებებს, ავტორი ცდილობს ჰიტლერის პიროვნების ცნობიერი და არაცნობიერი მხარეების გამოკვლევას.

ალფრედ ადლერი (07.02.1870-28.05.1937) - ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის სკოლის ფუძემდებელი.

წინამდებარე წიგნიდან, გვსურს, მკითხველს დავანახოთ, რომ ის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თან ახლავს ფსიქიკურ აშლილობას, დაძლევადია! ფსიქიკური აშლილობის სიმპტომური გამოვლინებები, აკვიატებები იქნება ეს თუ სხვა ფორმის ილუზიები, დროთა განმავლობაში უკან იხევს, თანდათანობით ქრება და ადგილს უთმობს ახალ შესაძლებლობებს. ბავშვობისდროინდელი განწყობა, რომ რაღაც საშინელებაა მოსალოდნელი, რომელიც არასდიდებით არ უნდა მოხდეს, იცვლება და ცხადი ხდება, რომ ის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ცხოვრების გზის დასაწყისში, ოდესღაც გადავიტანეთ, რამაც უცილობელი ხიფათის მოლოდინი შეგვიქმნა, აღარ განმეორდება და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება!

ამ წიგნში წარმოდგენილია სპორტული თერაპიის საფუძვლები და ნაჩვენებია ძალის მომატებაზე ორიენტირებული ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც გამოიყენება პრევენციის, რეაბილიტაციის და ფიტნეს სფეროებში, ასევე აღწერილია ვარჯიშების მნიშვნელობა და ფიზიკური მოძრაობების სამკურნალო თვისებები.

ნაშრომში დეტალურადაა განხილული ფსიქოლოგიური მიმართულებანი სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ერთად, გაშუქებულია პერსონოლოგიური პრობლემები ქართულ მწერლობაში – შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ივანე ჯავახიშვილის შემოქმედების მაგალითზე. მასალები განხილულია ევოლუციურ-დინამიკურ, ისტორიულ ასპექტში. განხილულია აგრეთვე საკითხები ადამიანის სულიერი ყოფიერების აზრის, მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. ავტორი აგრეთვე ჩერდება კაცთმცოდნეობისა და მორალური სიფაქიზის პრობლემებზე.

„სოციალური საკითხების გაშუქების მეგზური“ მომზადდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისა, სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით და სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული პირებისთვის.

თეონა შარიქაძის მონოგრაფიული ნაშრომის, „ინკლუზიური განათლების ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპი“, მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს ინკლუზიური სწავლების პოზიტიური ეფექტი მასში ჩართულ მოსწავლეებზე. ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ტიპური განვითარების მქონე მოზარდებზე, რომელთაც აქვთ განათლების ამგვარი მოდელის გამოცდილება.

ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის, სერგი მაკალათიას, წინამდებარე კვლევაში ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით არის შემოთავაზებული შეხედულება იმის შესახებ, რომ წმ. გიორგის წინამორბედი ღვთაება საქართველოში წარმართული მითრა ანუ მირსა უნდა ყოფილიყო.

წინამდებარე კვლევის საგანია ორი გმირული ეპოსი – „ამირანიანი“, „არსენას ლექსი“, და ერთი რომანტიკული ეპოსი – „აბესალომ და ეთერი“. ზურაბ კიკნაძე ამ სამ ეპოსზე ახლებურ ხედვას გადმოგვცემს, მათ შორის ერთობ საინტერესო პარალელებს ავლებს და მნიშვნელოვან მიგნებებსაც გვთავაზობს.

„ჟურნალისტიკის შესავალი” –არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით.

სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტებს საფუძვლიანად მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებიც საინტერესოდ და თავისებურად გაშლილია ისეთ თემატიკაში, როგორიცაა ადამიანი და სოციუმი, პიროვნების სოციალიზაცია, „მე“-კონცეფცია, კომუნიკაცია და კარიერა, კონფლიქტი, ქცევითი ბარიერები, ოჯახი და აღზრდის სტილები, აგრესია, კულტურა და ქცევა, ჯგუფი და ჯგუფური ეფექტები, ლიდერობა და ა.შ. სახელმძღვანელოში გამოკვეთილია სტუდენტის აქტიური სწავლის როლი და გამომდინარე აქედან, ნაშრომი გაჯერებულია პრაქტიკული სამუშაოებით, სავარჯიშოებითა და კვლევაზე აგებული მაგალითებით.

ბუნება პერიოდულად აფრთხილებს კაცობრიობას, წყალდიდობებზე, მიწისძვრებით, ვულკანის ამოფრქვევებით, ტაიფუნით. ამ მოვლენებს მიაქვს ბევრი ადამიანის სიცოცხლე. კატასტროფა ეს არის მოვლენა, რომელსაც მოჰყვება ტრაგიკული შედეგი. წიგნში მოცემული ბუნებრივი კატასტროფები და ტექნიკური კატასტროფების დიდი ალბათობით ადამიანთა მიზეზით მოხდა. წიგნში, ბუნებრივია, ყველა კატასტროფა არ არის შესული.

ნატო ონიანის მონოგრაფია „დემნა შენგელაია მოდერნისტული რომანის საწყისებთან“ ავტორის სადისერტაციო ნაშრომის შევსებული ვარიანტია. მასში განხილულია XX საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, მწერლისა და ფოლკლორისტის, დემნა შენგელაიას შემოქმედების ის პერიოდი, რომელიც მოდერნიზმის ეპოქას დაემთხვა.