ამ ფილოსოფიურ ესსეიში, რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, მილი აყალიბებს უტილიტარიანიზმის ეთიკურ დოქტრინას, რაც ინდივიდუალობის მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევას გულისხმობს. ესსეიში გადმოცემულია ინდივიდის სამი ძირითადი თავისუფლება, სამი არგუმენტი სახელმწიფოს ჩარევის საწინააღმდეგოდ და ორი მაქსიმა საზოგადოებასთან ინდივიდის დამოკიდებულების შესახებ.
"საქართველოს საზღვრები" არის 1919 წლის კონსტანტინეპოლის კონფერენციისთვის მომზადებული კვლევა, რომელიც ისტორიულ ჭრილში განიხილავს საქართველოს საზღვრებს, მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს და სამომავლო პერსპექტივას. ხაზგასმულია კონკრეტული ჯგუფების მიერ საზღვრის და, შესაბამისად, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის გამჟღავნებული სურვილი და მათი დამადასტურებელი ფაქტები.