iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

მეცნიერული

სორტირება:

მეცნიერული ფანტასტიკის ეს გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც 1864 წელსაა შექმნილი, გერმანელი მეცნიერის, ოტო ლიდენბროკის, მისი ძმისწულის -აქსელისა, და მეგზურ ჰანსის მოგზაურობაზე მოგვითხრობს დედამიწის ცენტრისაკენ, სადაც მიწისქვეშა სამყაროში მრავალ თავგადასავალს აწყდებიან, მათ შორის პრეისტორიულ ცხოველებსა და ბუნებრივ მოვლენებს, სანამ ლავის ძალით კვლავ დედამიწის ზედაპირზე არ იქნებიან ამოტყორცნილნი.

ნაწარმოების მთავარი გმირი, გრიფინი, ახალგაზრდა ინგლისელი სწავლული ფიზიკოსია, რომელმაც მოიგონა მანქანა, რომელიც ადამიანს უჩინარს ხდის. მატერიალური სირთულეების გამო გრიფინი ვერ განაგრძობს სამეცნიერო სამუშაოს და იძულებულია უჩინარად იქცეს. რომანი მისი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

უჩინარი კაცი
2.33ლარი

უჩინარი კაცი

ჰერბერტ უელსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

21-ე საუკუნის მიჯნაზე ფართოდ გავრცელდა აზრი ალბერტ აინშტაინის რელიგიურობის შესახებ. წინამდებარე ესსეი ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას მეცნიერებისა და რელიგიისადმი, სადაც ამ უკანასკნელს მხოლოდ ზნეობრივი ნორმების მცველის ფუნქციას უტოვებს.

დიდი ისტორიკოსი დოკუმენტურად ასაბუთებს რუსეთის ცბიერ და ვერაგულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა, როგორც 1783 წლის შეთანხმებამდე, ისე მას შემდეგ. გამოკვლევა დაწერილია 1919 წელს.

კრებულში შესულია რეი ბრედბერის მიერ 1950-იან წლებში შექმნილი ოთხი ბრწყინვალე მოთხრობა, რომელიც დაგაფიქრებთ, მოგგვრით ღიმილსა და სევდას და, იმავდროულად, ოპტიმისტური განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

მოთხრობები
1.99ლარი

მოთხრობები

რეი ბრედბერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ვინ ვიყავით ქართველები ქრისტიანობამდე? არსებობს თუ არა სრულიად საქართველოს წარმართულ ღვთაებათა პანთეონი? რა წარმართული ადათებია დაცული ქრისტიანობაში? რას ეთაყვანებოდნენ ძველი ქართველები? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ივანე ჯავახიშვილი ცდილობს ვრცელ მონოგრაფიაში "ქართველების წარმართობა".

დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი თავისუფალ აზროვნებაზე განათლების, პროპაგანდისა და ეკონომიკის გავლენის შედეგებს განიხილავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწერილი ლექცია დღესაც აქტუალურია თავისი მნიშვნელობით.

"რასა და ისტორია" ლევი სტროსის 1952 დაწერილი ანთროპოლოგიური ნაშრომია, რომელშიც ავტორი რასების და, ზოგადად, ცივილიზაციების, კულტურული მრავალფეროვნების მიზეზებს იკვლევს.

რასა და ისტორია
1.77ლარი

რასა და ისტორია

კლოდ ლევი სტროსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"გამოცდილება და განათლება" გახლავთ ჯონ დიუის მცირეტანიანი ნაშრომი, დაწერილი 1938 წელს, რომელშიც ავტორი ყურადღებას პროგრესული განათლების ისეთ ასპექტებზე ამახვილებს, როგორიც არის გამოცდილება, ექსპერიმენტი, მიზანმიმართული სწავლება, თავისუფლება და სხვა კონცეფციები.

ამ ფილოსოფიურ ესსეიში, რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, მილი აყალიბებს უტილიტარიანიზმის ეთიკურ დოქტრინას, რაც ინდივიდუალობის მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევას გულისხმობს. ესსეიში გადმოცემულია ინდივიდის სამი ძირითადი თავისუფლება, სამი არგუმენტი სახელმწიფოს ჩარევის საწინააღმდეგოდ და ორი მაქსიმა საზოგადოებასთან ინდივიდის დამოკიდებულების შესახებ.

ნიკოლო მაკიაველის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი თხზულება, რომელმაც პოლიტიკა მეცნიერებად აქცია. წიგნი შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს ხელისუფლებაში მყოფთათვის ავტორისათვის ცნობილი ისტორიული მაგალითების საფუძველზე.

მთავარი
1.99ლარი

მთავარი

ნიკოლო მაკიაველი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"საქართველოს საზღვრები" არის 1919 წლის კონსტანტინეპოლის კონფერენციისთვის მომზადებული კვლევა, რომელიც ისტორიულ ჭრილში განიხილავს საქართველოს საზღვრებს, მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს და სამომავლო პერსპექტივას. ხაზგასმულია კონკრეტული ჯგუფების მიერ საზღვრის და, შესაბამისად, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის გამჟღავნებული სურვილი და მათი დამადასტურებელი ფაქტები.

"ოსთა ჩამოსახლება" მცირე ისტორიული ექსკურსია მე-14-მე-16 სს. საქართველოში და წარმოადგენს საქართველოში ოსთა ჩამოსახლება-დამკვიდრების ხელშემწყობ მიზეზთა განსაზღვრის მცდელობას.

ოსთა ჩამოსახლება
0.99ლარი

ოსთა ჩამოსახლება

ზაქარია ჭიჭინაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება" ვიქტორ ნოზაძის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მრავალასპექტოვანი კვლევის შედეგად შექმნილი ექვსი მონუმენტური ტომის მეხუთე ნაწილია, რომელიც 1963 წელს საფრანგეთში გამოიცა. იგი "ვეფხისტყაოსნის" რელიგიურ-სარწმუნოებრივ საკითხებს იკვლევს.

დიდი ბრიტანელი ფილოსოფოსი წინამდებარე ესსეთი ხსნის "ქრისტიანის" ცნებას, ასევე იმას, თუ რატომ არ სწამს ღმერთი და უკვდავება, აკრიტიკებს ღმერთის არსებობის სხვადასხვა არგუმენტებს და ეჭვქვეშ აყენებს იესოს ისტორიულ არსებობას. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.