მახასიათებლები
- სათაური: ცივილიზებული სამყაროს რვა მომაკვდინებელი ცოდვა
- ISBN კოდი:
- ავტორი: კონრად ლორენცი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 45
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2515
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ცივილიზებული სამყაროს რვა მომაკვდინებელი ცოდვა;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ცივილიზებული სამყაროს რვა მომაკვდინებელი ცოდვა
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
კონრად ლორენცი - ცივილიზებული სამყაროს რვა მომაკვდინებელი ცოდვა.
ცივილიზებული სამყაროს რვა მომაკვდინებელი ცოდვა
ოპტიმისტური წინასიტყვაობა
წინამდებარე ნაშრომი დავწერე ჩემი მეგობრის, ედუარდ ბაუმგარტენის დაბადების სამოცდაათი წლისთავისადმიმიძღვნილი საიუბილეო კრებულისათვის. თავისი ხასიათით იგი არ შეეფერება არც ასეთ სასიხარულო ფაქტს და არც იუბილარის ნათელ ბუნებას, რადგან იგი, გულახდილად რომ ვთქვათ, უფრო იერემიასებური მოთქმა-გოდებაა, მთელი კაცობრიობისადმი მიმართული მოწოდებაა მონანიებისა და შემობრუნებისათვის, რომელიც სახელმოხვეჭილი ვენელი ავგუსტინელის, აბრაამ სანტა კლარასნაირ საეკლესიო მქადაგებელს უფრო შეეფერება, ვიდრე ბუნების მკვლევარს, მაგრამ ჩვენ ისეთ ხანაში ვცხოვრობთ, როცა რაიმე ხიფათს სწორედ ბუნების მკვლევარი ხედავს ყველაზე ცხადად და ქადაგებაც, მაშასადამე, მისი მოვალეობაა.
ჩემმა ქადაგებამ, რომელიც რადიომ გადასცა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამან ძლიერ გამაოცა. უთვალავი წერილი მივიღე: მოითხოვდნენ ჩემი გამოსვლის დაბეჭდვას. ბოლოს, უახლოესმა მეგობრებმა კატეგორიულად მომთხოვეს, ნაშრომი ფართო მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გამეხადა.
ყველაფერი ეს უკვე საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩემს ნაშრომში გამოხატული პესიმიზმი გამტყუნებულიყო: კაცს, რომელსაც ეგონა, რომ უდაბნოსა შინა მღაღადებლისა...