მახასიათებლები
- სათაური: კანონი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხაკო წერეთელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 50
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2035
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
კანონი;
შენიშვნები;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
კანონი
შენიშვნები
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
მიხაკო წერეთელი - კანონი.
კანონი
I
მას შემდეგ, რაც მონობა ადამიანს მძიმე შავ ლოდად დააწვა გულზედ, ბევრი სისაძაგლე და სიბინძურე ჩაუნერგა გულში, ტალახით აუვსო ტვინი და იმ ცნებათათვის აცემინა თაყვანი, რომელთა ერთი უბრალო გათვალისწინებაც კი ზიზღსა ჰგვრის და ბოღმით გულს უსივებს ცრუმორწმუნეობათაგან განთავისუფლებულ ადამიანს.
ღმერთი და ეშმაკი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, საკუთრება, მთავრობა, „წესიერება”, სახელმწიფო და კანონი, - და მრავალი სხვა ამგვარი ცნებანი, ურომლისოდაც საზოგადოება დაიღუპებოდა და „ანარქიის” ჯოჯოხეთში ჩაესვენებოდა საუკუნოდ, - აი რითი აქვთ შერყვნილი გონება და დაჩლუნგებული გული არა თუ მათ, ვინც ამ ცნებათ განახორციელებენ, განამტკიცებენ, წარმოადგენენ და გამოხატავენ კაცთა შორის, არა თუ ადამიანთა იმ ძლიერ საინტერესო სერიას, რომელიც იწყება განსწავლულ იურისტებითა და მთავრდება თვეში თუმნად მოსამსახურე ჯაშუშებით, - არამედ ბევრ, მრავლის უმრავლეს უბრალო ადამიანთაც, რომელნიც გონებრივ მონობაში აღიზარდნენ, გონებრივი მონობის წრეში ავარჯიშებდნენ თავიანთ ტვინს, და სამარადისოდ იკურთხეს იგი ამ ცნებათაგან დამდგარი წუმპის სქელი წყლით.
გაიარეთ ხალხში, მაგალითად, და ჰკითხეთ ყველას: აღიარებთ თუ არა კანონს, - შესაძლებლად ცნობთ თუ არა უკანონოდ ცხოვრებას, სასურველია თუ არა უკანონობა, თაყვანსაცემია თუ არა კანონი? - რამდენს ნახავთ...
მიხაკო წერეთელი
მიხაკო წერეთელი (23.12.1878-02.03.1965) - ქართველი მეცნიერი, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე; ბრიუსელისა და ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტების პროფესორი.