მახასიათებლები
- სათაური: თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბერტრან რასელი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2228
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
შესავალი;
1. განათლება;
2. პროპაგანდა;
3. ეკონომიკური ზეწოლა;
გადაფურცვლა
(კონვეის* ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექცია, 1922 წ.)
მონკურ კონვეიმ, რომლის ხსოვნის პატივსაცემადაც აქ შევიკრიბეთ, თავისი ცხოვრება მიუძღვნა ორ დიდ მიზანს: აზროვნების თავისუფლებასა და პიროვნების თავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ იქნა მიღწეული, თუმცა ბევრიც დარჩა გასაკეთებელი. სახეცვლილი ფორმით ახალი საშიშროებანი საფრთხეში აგდებენ ამ ორივე თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ დასაცავად შეიძლება ენერგიული და ფხიზელი საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას, ასობით წლის შემდეგ, დღევანდელთან შედარებით ორივეს შეზღუდვა დასაშვებია. ჩემი საუბრის მიზანია ახალი საშიშროებებისათვის ყურადღების მიქცევა და მათი თავიდან აცილების საშუალებათა განხილვა.
ნება მომეცით, დავიწყო ისეთი ცნების ახსნის მცდელობით, როგორიცაა „თავისუფალი აზრი“. მას გააჩნია ორგვარი მნიშვნელობა. ყველაზე ვიწრო გაგებით, ის ნიშნავს აზროვნებას, რომელიც არ იღებს ტრადიციული რელიგიის დოგმებს. ამ გაგებით ადამიანი არის „თავისუფლად მოაზროვნე“, თუ ის არ არის ქრისტიანი, არც მუსულმანი, არც ბუდისტი, არც სიონისტი და არც რომელიმე სხვა კონფესიის წევრი. ქრისტიანულ ქვეყნებში ადამიანი მაშინ იწოდება „თავისუფლად მოაზროვნედ“, თუკი მის შესახებ გადაწყვეტით არ შეიძლება ითქვას, რომ მას ღმერთის სწამს, თუმცა ბუდისტურ სახელმწიფოში ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი თავისუფლად მოაზროვნედ მივიჩნიოთ.
მე მაინც არ მსურს ამ ასპექტში თვით თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობა დავაკნინო. პირადად არც ერთ არსებულ რელიგიურ კონფესიას არ მივეკუთვნები და ვიმედოვნებ, რომ ყველა აღმსარებლობა დროთა განმავლობაში შეწყვეტს თავის არსებობას. აგრეთვე არ მწამს, რომ რელიგია მსოფლიოში სიკეთის გამავრცელებელ ძალას წარმოადგენდა, თუმცა, მზად ვარ ვაღიარო, რომ კონკრეტულ დროსა და ქვეყნებში მას გარკვეული დადებითი ეფექტი გააჩნდა. მე მას მივაკუთვნებ ადამიანური გონების ფორმირების პროცესს და განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ.
ასევე არსებობს „თავისუფალი აზრის“ უფრო ფართო გაგებაც, რომელსაც,...
ბერტრან რასელი
ბერტრან რასელი (18.05.1872-02.02.1970) - ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის მათემატიკაზე, ლოგიკაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა და სხვა დარგებზე, 1950 წელს რასელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.