წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ მესამე წიგნი მოიცავს პერიოდს მეთვრამეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „თანამედროვე ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული დევიდ ჰიუმიდან და ლოგიკური ანალიზის ფილოსოფიით დასრულებული. სწორედ ამ უკანასკნელ სკოლას მიაკუთვნებს ავტორი საკუთარ თავსაც.
ბერტრან რასელის "დასავლური ფილოსოფიის ისტორიის" მეორე წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი "კათოლიკურ ფილოსოფიას" უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.
ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ ნაშრომად, წარმოადგენს დასავლური ფილოსოფიის გადმოცემას სოკრატემდელი ეპოქიდან მეოცე საუკუნემდე და მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ფილოსოფიას, არამედ შესაბამისი ეპოქებისა და ისტორიული კონტექსტის ანალიზს. წიგნი მსუბუქად და ყველასათვის გასაგებად არის დაწერილი, თუმცა, იმავდროულად, ფილოსოფიური პოპ-პუბლიკაციებისგან განსხვავებით, რეალურ და მაღალი ხარისხის ცოდნას იძლევა, რაც უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ის საინტერესო იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისა და ამ სფეროს პროფესიონალების, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დასავლური ფილოსოფიური აზრის განვითარებით არის დაინტერესებული. აქ შემოთავზებულია ნაშრომის პირველი ნაწილი – „ანტიკური ფილოსოფია“.
სექსისა და სიყვარულისადმი რასელის დამოკიდებულება უმალ მოთხოვნისა და სურვილის რეალობას ეფუძნება, ვიდრე ძველ ტომობრივ და რელიგიურ ტაბუს. "ქორწინება და მორალი" არის ცხადი და მიუკერძოებელი შეხედულება ზნეობაზე, ზნეობაზე, რომელიც მხოლოდ ერთი ასპექტია რასელის წინააღმდეგობისა შემზღუდავი დოგმებისადმი, და ურყევი რწმენისა ადამიანის ადექვატურობასა და ადამიანური ინტელექტის ძალაში.
ეს წიგნი, ისევე, როგორც "რატომ არ ვარ ქრისტიანი", რასელის ათეიზმის ყველაზე ცხადი და ცნობილი ნიმუშია. იგი გამოყენებულ იქნა 1940 წლის სასამართლო საქმის მტკიცებულებად, როდესაც რასელი კოლეჯის დონეზე ფილოსოფიის სწავლებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს. ამ წიგნში გადმოცემული იდეები მაშინაც წინააღმდეგობრივი და საკამათო იყო და დღესაც ასეა, რელიგიისთვის კი ისინი სულაც მკრეხელურია. ეს შესანიშნავი ნაშრომი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რასელის ფილოსოფიის საუკეთესო შესავალი.