მახასიათებლები
- სათაური: არსებობს თუ არა ღმერთი?
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბერტრან რასელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 4
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2320
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა ღმერთი, სხვადასხვა საზოგადოებები და პიროვნებები სხვადასხვაგვარად პასუხობენ. კაცობრიობის უდიდესი უმრავლესობა მისი საზოგადოების გაბატონებულ აზრს იზიარებს. იმ უძველეს დროს, რომლის ისტორია დაზუსტებით ვიცით, ადამიანებს მრავალი ღმერთი სწამდათ. ერთი ღმერთი პირველად ებრაელებმა ირწმუნეს. პირველი მცნების დაცვა, როდესაც ის ჯერ კიდევ ახალი იყო, ძალიან რთული გახლდათ, რადგან ებრაელებს სწამდათ, რომ ბაალი, აშთორეტი, დაგონი, მოლოქი და სხვა ღმერთები რეალურად არსებობდნენ, მაგრამ ბიწიერები იყვნენ, რადგან ებრაელთა მტრებს ეხმარებოდნენ. ნაბიჯი ამ ღმერთების ბიწიერებიდან მათ არარსებობამდე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იყო დრო, კერძოდ კი ანტიოქე IV-ის ეპოქაში, როდესაც ებრაელთა ელინიზების ენერგიულ მცდელობას მიმართეს. ანტიოქემ ბრძანა, რომ მათ ღორის ხორცი ეჭამათ, უარი ეთქვათ წინადაცვეთაზე და მიეღოთ აბაზანები. იერუსალიმის ებრაელთა უმეტესობა ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ სოფლად წინააღმდეგობა უფრო ძლიერი იყო და მაკაბელთა ხელმძღვანელობით ებრაელებმა საბოლოოდ მოიპოვეს საკუთარი დოგმებისა და ადათების დაცვის უფლება. მონოთეიზმი, რომელიც ანტიოქეს მიერ დევნის დასაწყისში ერთი მცირე ერის მხოლოდ ნაწილის რწმენას წარმოადგენდა, ქრისტიანობისა და, მოგვიანებით, ისლამის მიერ იქნა მიღებული და ამგვარად იქცა დომინირებად შეხედულებად მთელს დედამიწაზე ინდოეთის დასავლეთით. ინდოეთიდან აღმოსავლეთით მას არანაირი წარმატება არ ჰქონია: ინდუიზმი მრავალ ღმერთს ცნობს; ბუდიზმი, მისი პრიმიტიული ფორმით - არც ერთს; არც კონფუციანობა ცნობს ღმერთს მეთერთმეტე საუკუნიდან დაწყებული. მაგრამ, თუ რელიგიის მართებულობა მისი მსოფლიო წარმატებით უნდა იქნას შეფასებული, მაშინ მონოთეიზმის სასარგებლო არგუმენტი ფრიად ძლიერია, რადგან სადაც მონოთეიზმია, იქ ფლობენ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯარებსა და ფლოტებს, და სიმდიდრეც ყველაზე მეტად იქ არის აკუმულირებული. დღევანდელ დღეს ეს არგუმენტი თანდათან კარგავს მნიშვნელობას. სიმართლეს შეესაბამება ის, რომ იაპონიის არაქრისტიანული საფრთხე...
ბერტრან რასელი
ბერტრან რასელი (18.05.1872-02.02.1970) - ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის მათემატიკაზე, ლოგიკაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა და სხვა დარგებზე, 1950 წელს რასელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.