მახასიათებლები
- სათაური: ადამიანის მომავალი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბერტრან რასელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 10
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1847
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
1
ჩვენი საუკუნის [მე-20 საუკუნე - მთარგმ.] დასასრულამდე თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შემდეგი სამი შესაძლებლიდან ერთ-ერთი უნდა განხორციელდეს:
1. კაცობრიობის სიცოცხლის, შესაძლოა, სრულიად სიცოცხლის, დასრულება ჩვენს პლანეტაზე;
2. ველური ცხოვრებისკენ დაბრუნება დედამიწის მოსახლეობის კატასტროფული შემცირების შედეგად;
3. სამყაროს გაერთიანება ერთი ხელისუფლების ქვეშ, რომელიც ომის ყველა იარაღზე მოიპოვებს მონოპოლიას.
პირველი შესაძლებლობის, ადამიანის მოდგმის განადგურების, განხორციელებას შემდგომი მსოფლიოს ომის განმავლობისას არ უნდა ველოდოთ, თუკი ეს ომი უფრო ხანგრძლივი დროით არ იქნება გადადებული, ვიდრე ეს ახლა გვეჩვენება სავარაუდოდ. მაგრამ თუ შემდეგი მსოფლიო ომი არ აღმოჩნდება გადამწყვეტი, ან გამარჯვებულები ვერ მოიხმარენ გონს და თუ ორგანიზებული სახელმწიფოები გადარჩებიან, მის დასრულებას შესაძლოა მოყვეს ინტენსიური ტექნიკური განვითარება. ატომური ენერგიის გამოყენების მნიშვნელოვნად უფრო მძლავრი საშუალებების გამოყენებით, ვიდრე დღეს არის ხელმისაწვდომი, მეცნიერების მრავალი საღი გონების წარმომადგენლის აზრით რადიოაქტიური ღრუბლები დედამიწის გარშემო მოძრაობისას სასიცოცხლო ქსოვილს ყველგან გაანადგურებენ. თუმცა უკანასკნელი დარჩენილი შეძლებს საკუთარ თავს სამყაროს მბრძანებელი უწოდოს, მისი მეფობა იქნება ხანმოკლე, ხოლო ქვეშევრდომები - მხოლოდ გვამები. მის სიკვდილთან ერთად მშფოთვარე ეპიზოდი დასრულდება, მშვიდი კლდეები კი უცვლელად განაგრძობენ ბრუნვას მზის აფეთქებამდე.
შესაძლოა კაცობრიობის უგნურებისა და სისასტიკის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით ნეიტრალური მაყურებლისთვის ასეთი დასასრული ყველაზე სასურველი აღმოჩნდეს. მაგრამ ჩვენ, ვინც ამ დრამის პერსონაჟები ვართ, ვინც პირადი განცდებისა და საზოგადოებრივი იმედების ქსელში ვართ გაბმულები, რთულად თუ მივიღებთ ასეთ მიდგომას სიალალის რაიმე ხარისხით. მართლაც, გამიგონია ადამიანთა აზრი, რომ ისინი კაცობრიობის დასასრულს საბჭოთა რეჟიმისთვის...
ბერტრან რასელი
ბერტრან რასელი (18.05.1872-02.02.1970) - ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის მათემატიკაზე, ლოგიკაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა და სხვა დარგებზე, 1950 წელს რასელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.