ბერტრან რასელის ცხოვრება და შემოქმედება;
შრომები;
ბერტრან რასელის მიერ ონტოლოგიური არგუმენტის კრიტიკა;
კოსმოლოგიური არგუმენტის კრიტიკა;
ტელეოლოგიური არგუმენტის უარყოფა.
ბერტრან რასელის ცხოვრება და შემოქმედება
ფილოსოფიის ისტორია ორიათასზე მეტ წელს ითვლის, თუ ათვლას თალესიდან (ძვ.წ.640-546) დავიწყებთ, რომელიც პირველი ჩაეძია საგანთა არს და დანიშნულებას და კაცობრიობა მითოსიდან გამოიყვანა. ის ყველასგან მოითხოვდა საკუთარი პოზიციის დასაბუთებას. სწორედ ეს მეთოდია დღემდე მთავარი ფილოსოფიაში, რითაც ის განხვავდება თეოლოგიისგან. ფილოსოფოსი ცდილობს საკუთარი პოზიცია არგუმენტირებულად დაასაბუთას და არ დაეყრდნოს რაიმე გადმოცემას, ან ავტორიტეტს.როგორც პროფესორი გურამ თევზაძე შენიშნავდა, „ფილოსოფია დასაბუთებული მსოფლმხედველობის აგების ცდაა“[1].
ჩვენ ამ პატარა სტატიაში გვსურს განვიხილოთ მე-20 საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსის, მათემატიკოსის და ლოგიკოსის ბერტრან რასელის (1872-1970) კრიტიკული შეხედულებები. თავიდან მოკლედ განვიხილოთ მისი ბიოგრაფია და ინტერესები და შემდეგ მისი ნაშრომები. ბერტრან რასელი 1872 წელს დაიბადა უელსში არისტოკრატიულ ოჯახში. ის თავიდანვე იყო დაინტერესებული მათემატიკით და ფილოსოფიით. იმისათვის, რომ მათემატიკა პროფესიონალურ დონეზე შეესწავლა, მან გადაწყვიტა კემბრიჯის უნივესიტეტში ჩაებარებინა. ამ უნივესიტეტში ის დაუახლოვდა ფილოსოფოს ალფერდ ნორთს და მასთან ერთად გამოსცა სამტომეული „principia mathematic”. ამ ნაშრომით, რასელმა დიდი ფილოსოფოსის და მათემატიკოსის სახელი მოიპოვა. მან ასევე საფუძველი დაუდო ანალიზურ ფილოსოფიას და დიდი წვლილი შეიტანა ლოგიკურ-მათემატიკური მეთოდის დაწვეწასა და ჩამოყალიბებაში. ის ნაშრომები ეხებოდა თითქმის ყველა საკითხს:რელიგია, ეთიკა, მათემატიკა,პოლიტიკა,თეოლოგია, მეცნირებეა და მრავალი სხვა.მას 1950 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში. ცხოვრების ბოლოს რასელმა მათემატიკასა და ფილოსოფისა თავი დაანება და მოკლე ესეებისა და მოთხრობების წერა დაიწყო.მას, მოღვაწეობის ეს სფეროც შესანიიშნავად გამოუვიდა. ის 1970 წელს გარდაიცვალა გრიპით.
შრომები
რასელი თავის ნაშრომებში გვთავაზობს, ყველა ფილოსოფიური შეხედულების კრიტიკულ მიმოხილვას. მას, როგორც...