ეს წიგნი, ისევე, როგორც "რატომ არ ვარ ქრისტიანი", რასელის ათეიზმის ყველაზე ცხადი და ცნობილი ნიმუშია. იგი გამოყენებულ იქნა 1940 წლის სასამართლო საქმის მტკიცებულებად, როდესაც რასელი კოლეჯის დონეზე ფილოსოფიის სწავლებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს. ამ წიგნში გადმოცემული იდეები მაშინაც წინააღმდეგობრივი და საკამათო იყო და დღესაც ასეა, რელიგიისთვის კი ისინი სულაც მკრეხელურია. ეს შესანიშნავი ნაშრომი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რასელის ფილოსოფიის საუკეთესო შესავალი.
ბერტრან რასელი (18.05.1872-02.02.1970) - ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის მათემატიკაზე, ლოგიკაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა და სხვა დარგებზე, 1950 წელს რასელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.