მახასიათებლები
- სათაური: რატომ არ ვარ ქრისტიანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბერტრან რასელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 17
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3700
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- შესავალი
- რა არის ქრისტიანი?
- ღმერთის არსებობა;
- პირველმიზეზის არგუმენტი
- ბუნებრივი კანონზომიერების არგუმენტი
- წინასწარი განზრახულობის არგუმენტი
- ზნეობრივი არგუმენტები
- უსამართლობის აღმოფხვრის არგუმენტი
- იესოს პიროვნება
- იესოს მოძღვრების ხარვეზები
- ზნეობრივი პრობლემა
- ემოციური ფაქტორი
- შიში - რელიგიის საფუძველი
- რა უნდა გავაკეთოთ;
-
-
გადაფურცვლა
შესავალი: ბერტრან რასელი წინამდებარე ლექციით 1927 წლის 6 მარტს წარსდგა ეროვნული საერო საზოგადოების სამხრეთ ლონდონის ფილიალის წინაშე ბათერსის თაუნ ჰოლში. გამოქვეყნებულია ბროშურის სახით იმავე წელს. ქართული თარგმანი შესრულებულია დიმიტრი უჩანეიშვილის მიერ (2015).
როგორც თავმჯდომარემ მოგახსენათ, ჩემი დღევანდელი ლექციის სახელწოდებაა „რატომ არ ვარ ქრისტიანი“. ვფიქრობ, ამთავითვე კარგი იქნებოდა გაგვერკვია სიტყვა ქრისტიანის არსი. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით უამრავი ადამიანი იყენებს მას ფრიად გაურკვეველი მნიშვნელობით და მათი უმრავლესობა ამ ცნების ქვეშ მხოლოდ ისეთ ადამიანს გულისხმობს, რომელიც ცდილობს ცხოვრების ჯეროვან წესს მისდიოს. ვფიქრობ, ამ გაგებით ქრისტიანების მოძიება ყველა სექტასა და რელიგიაში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს ამ სიტყვის მართებული მნიშვნელობაა, რადგან აქედან გამომდინარეობს, რომ ყველა, ვინც ქრისტიანი არ არის – ყველა ბუდისტი, კონფუციანელი, მუსულმანი და ა.შ. – არ ცდილობს, რომ ცხოვრების ასეთსავე წესს მისდიოს. შესაბამისად, მე ქრისტიანის ქვეშ არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში პატიოსნად არსებობს. ვფიქრობ, ადამიანს კონკრეტული შეხედულებების კრებული უნდა გააჩნდეს, სანამ საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდეს. დღეისათვის ამ ცნებას დაკარგული აქვს ის სისხლსავსე მნიშვნელობა, რაც მას თომა აქვინელისა და ნეტარი ავგუსტინეს დროს გააჩნდა. თუ იმ ხანაში ადამიანი იტყოდა, რომ ის იყო ქრისტიანი, ყველასთვის გასაგები ხდებოდა, რას გულისხმობდა იგი. ქრისტიანად ყოფნა ნიშნავდა უკიდურესი სიზუსტით განსაზღვრულ რელიგიურ შეხედულებათა კრებულის გაზიარებას, რომლის თითოეული მარცვალი მთელი ძალმოსილებით უნდა გერწმუნათ.
რა არის ქრისტიანი?
დღეს ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ იძულებულნი ვართ ერთგვარ გაურკვევლობაში ვიყოთ ქრისტიანობის ცნებასთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, სახეზე გვაქვს ორი ძირითადი კომპონენტი, რომელიც არსებითია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს....
ბერტრან რასელი
ბერტრან რასელი (18.05.1872-02.02.1970) - ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის მათემატიკაზე, ლოგიკაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა და სხვა დარგებზე, 1950 წელს რასელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.