მახასიათებლები
- სათაური: სკეპტიციზმის ღირებულების შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბერტრან რასელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 18
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1693
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი;
რატომ ვარ რაციონალისტი?
სკეპტიციზმის ღირებულების შესახებ;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი
შემწყნარებლობის მოთხოვნა ახალ დოგმათა ფონზე
ის ადამიანი ვსაუბრობ, ვინც მამაჩემს სურდა, რომ რაციონალისტი ყოფილიყო. ის იმდენადვე გახლდათ რაციონალისტი, რამდენადაც მე ვარ, მაგრამ მისი გარდაცვალებისას მე მხოლოდ სამი წლის ვიყავი. ამდენად, ლორდ-კანცლერის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბერტრან რასელს ქრისტიანული განათლების უპირატესობით მესარგებლა.
ვფიქრობ, რომ აღნიშნულმა სასამართლომ არაერთხელ ინანა ეს ფაქტი. ამ ყველაფერს იმდენი სიკეთე არ მოუტანია, რამდენსაც ისინი იმედოვნებდნენ. შესაძლოა ისიც კი თქვათ, რომ ქრისტიანული განათლების შეწყვეტა დასანანი იქნებოდა, რადგან რაციონალისტებს ვეღარ მიიღებდით.
ისინი უმთავრესად იბადებიან, როგორც უკურეაქცია განათლების სისტემაზე, რომელიც მართებულად მიიჩნევს, რომ მამამ განსაზღვროს, როგორ გაიზრდება მისი შვილი, მაგლთონელად [მცირე პროტესტანტული სექტა ინგლისში] თუ სხვა მსგავსი უაზრობის მიმდევრად, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში - რაციონალისტად. ჩემს ახალგაზრდობაში ეს უკანონობად ითვლებოდა.
ცოდვა და ეპოსკოპოსები
მას შემდეგ, რაც რაციონალისტად ვიქეცი, აღმოვაჩინე, რომ სამყაროში ჯერ კიდევ საკმარისი პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ჰქონდეს რაციონალისტურ თვალსაზრისს, და არა მხოლოდ გეოლოგიაში, არამედ ყველა სახის პრაქტიკულ საკითხებში, როგორიც არის განქორწინება და შობადობის კონტროლი, და სულ ახლახან წამოჭრილი საკითხი - ხელოვნური განაყოფიერება, რასთან დაკავშირებითაც ეპისკოპოსები გვეუბნებიან, რომ ეს სასიკვდილო ცოდვაა, მაგრამ სასიკვდილო ცოდვაა იმდენად, რამდენადაც ამის შესახებ ბიბლიაში წერია რაღაც. იგი არ წარმოადგენს სასიკვდილო ცოდვას, რადგან ვინმეს აყენებს ზიანს, საუბარი ამის შესახებ არ არის. მანამ, სანამ თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ და მანამ, სანამ შეგიძლიათ დაარწმუნოთ პარლამენტი, რომ რაღაც მხოლოდ იმიტომ არ უნდა გაკეთდეს, რომ ამის შესახებ ბიბლიაში მოიძებნება რამდენიმე სტრიქონი, ცხადია, რომ მანამ პრაქტიკული რაციონალიზმის დიდ...
ბერტრან რასელი
ბერტრან რასელი (18.05.1872-02.02.1970) - ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის მათემატიკაზე, ლოგიკაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა და სხვა დარგებზე, 1950 წელს რასელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.