მახასიათებლები
- სათაური: რა არის სული
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბერტრან რასელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 5
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2242
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
რა არის სული?
გადაფურცვლა
მეცნიერების უკანასკნელი დროის წარმატების ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გარემოებას ის წარმოადგენს, რომ თითოეული ასეთი წარმატების შემდეგ ჩვენ ნაკლები ვიცით, ვიდრე გვეგონა, რომ ვიცოდით. როდესაც მე ახალგაზრდა ვიყავი, ყველამ ვიცოდით ან გვეგონა, რომ ვიცოდით, რომ ადამიანი სულისა და სხეულისგან შედგება; რომ სხეული არსებობს დროსა და სივრცეში, ხოლო სული - მხოლოდ დროში. განაგრძობს თუ არა სული არსებობას სიკვდილის შემდეგ, ის საკითხი იყო, რომლის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა, მაგრამ თავად სულის არსებობა უდაოდ იყოი მიჩნეული. სხეულის არსებობას უბრალო ადამიანი, რასაკვირველია, თვითცხადად მიიჩნევდა და ასევე მიაჩნდა მეცნიერსაც, მაგრამ ფილოსოფოსს მიდრეკილება ჰქონდა ამა თუ იმ გზით გაეანალიზებინა საკითხი, დაყავდა რა ჩვეულებრივ იგი იდეამდე ადამიანისა, რომელსაც სხეული გააჩნდა და ნებისმიერისა, ვისაც მისი ხილვა შეეძლო. შესაბამისად, ფილოსოფოსს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, მეცნიერებამ კი კომფორტული მატერიალურობა შეინარჩუნა, ფრიად ტრადიციული მეცნიერების ხელთაც კი.
დღესდღეობით ეს ძველი სიმარტივე დაკარგულია: ფიზიკოსები გვარწმუნებენ, რომ არ არსებობს ნივთიერება, ფსიქოლოგები კი გვისაბუთებენ, რომ სული ფიქციას წარმოადგენს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. სმენია ოდესმე ვინმეს, მეწაღეს ეთქვას, რომ არ არსებობს ფეხსაცმელი ან თერძს დაეჟინოს, რომ ყველა ადამიანი შიშველია? და მაინც, ეს იმაზე უცნაური არ არის, რასაც ფიზიკოსები და ზოგი ფსიქოლოგი აკეთებს. უკანასკნელით დავიწყოთ და ვთქვათ, რომ ზოგი მათგანი ცდილობს, რომ ყველაფერი, რაც მენტალურს განეკუთვნება, სხეულის აქტივობად წარმოადგინოს. ამასთან, მენტალური აქტივობის ფიზიკურ აქტივობამდე დაყვანაში გარკვეული სირთულეები წარმოიშობა. ამასთან, მე არ ვფიქრობ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვეძლოს იმის დაბეჯითებით თქმა, გადალახვადია ეს სირთულეები თუ გადაულახავი. თავად ფიზიკაზე დაყრდნობით ჩვენ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის, რასაც დღემდე სხეული ეწოდებოდა, სინამდვილეში არის განვითარებული მეცნიერული კონსტრუქცია, რომელიც არც ერთ ფიზიკურ რეალობას...
ბერტრან რასელი
ბერტრან რასელი (18.05.1872-02.02.1970) - ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის მათემატიკაზე, ლოგიკაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა და სხვა დარგებზე, 1950 წელს რასელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.