მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: რეი ბრედბერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 21
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3311
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
და იჭექა მეხმა;
ღიმილი;
სარსაპარელის სუნი;
უქარობის ჟამს;
გადაფურცვლა
სარჩევი
და იჭექა მეხმა
ღიმილი
სარსაპარელის სუნი
უქარობის ჟამს
და იჭექა მეხმა
კედელზე გაკრული განცხადება გაბუნდოვანდა, თითქოს ზედ წყლის თხელი აპკი გადაიჭიმა. ეკელსმა იგრძნო, რომ ქუთუთოები ერთი წამით გადაეფარა გუგებს, მაგრამ ამ წუთიერ წყვდიადშიც ენთო ასოები:
ა/ს საფარი გარდასულ დროში.
შეგიძლიათ ინადიროთ წარსულის ნებისმიერ წელს.
თქვენ შეარჩევთ მსხვერპლს
ჩვენ მიგიყვანთ ადგილზე
თქვენ მოკლავთ მას.
ყელში დაგროვებული თბილი ნერწყვი გადაყლაპა და შეაჟრჟოლა. როდესაც ნელ-ნელა ასწია ხელი, სახის კუნთებმა ღიმილად გაუწელა ტუჩები: ხელში ეჭირა ათიათასი დოლარის ქვითარი, რომელიც კანტორის თანამშრომლისათვის იყო განკუთვნილი.
- იძლევით გარანტიას, რომ ცოცხალი დავბრუნდები საფარიდან?
- ჩვენ არაფერს არ ვიძლევით. - თქვა მსახურმა. - გარდა დინოზავრებისა. - იგი შებრუნდა: - აი, მისტერ ტრევისი, თქვენი გამცილებელი წარსულისაკენ. იგი გეტყვით, სად და როდის ისროლოთ. თუ თქვა, „არ ისროლოთ“, ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ისროლოთ. არ დაემორჩილებით მის განკარგულებებს და დაბრუნებისას ჯარიმას გადაიხდით - კიდევ ათიათას დოლარს. ამის გარდა, მთავრობისგანაც უნდა ელოდოთ უსიამოვნო ამბებს.
უზარმაზარი კანტორის შორეულ კუთხეში ეკელსი ხედავდა რაღაც მოჩვენებითსა და განუსაზღვრელს, დაგრეხილსა და მოგუგუნეს, მავთულებისა და ფოლადის გარსაცმების ხლართს, მოციმციმე შარავანდედს - ხან მოყვითალოს, ხან ვერცხლისფერს, ხან ცისფერს. ისეთი გუგუნი იდგა, თვით დრო იწვოდა თითქოს აგიზგიზებულ კოცონზე, თითქოს ყველა წელიწადი, ჟამთაღმრიცხველის ყოველი თარიღი, ყოველი დღე, ერთ გროვად დაეხვავებინათ და ცეცხლისათვის მიეცათ.
ხელის ერთი შეხება და ეს წვა მაშინვე მორჩილად უკუიქცეოდა წარსულისაკენ, ეკელსს ახსოვდა განცხადების ყოველი სიტყვა. ფერფლისა და ნეშტისაგან, მტვრისა და ნაცრისაგან აღდგებიან მწვანე წლები, ძველი წლები, ვითარცა ოქროს სალამანდრები, ვარდები სურნელებას მოაკმევენ ჰაერს, ჭაღარა თმა გაშავდება, გაქრება...
რეი ბრედბერი
რეი დუგლას ბრედბერი (22.08.1920-05.06.2012) - ამერიკელი მწერალი, რომელიც ფანტასტიკის, სოციალური ფიქციის, საშინელებათა და დეტექტივის ჟანრში მოღვაწეობდა. წარმოადგენს ამ მიმართულებათა ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ავტორს.