მახასიათებლები
- სათაური: არჩევითი ნათესაობა
- ISBN კოდი:
- ავტორი: იოჰან ვოლფგანგ გოეთე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 167
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3532
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
საავტორო უფლება;
არჩევითი ნათესაობა;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
არჩევითი ნათესაობა
შენიშვნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
იოჰან ვოლფგანგ გოეთე - არჩევითი ნათესაობა.
არჩევითი ნათესაობა
ნაწილი პირველი
თავი პირველი
ედუარდმა, - ასე ვუწოდებთ ერთ მდიდარ, ჯან-ღონით სავსე ბარონს, - აპრილის ერთ მშვენიერ ნაშუადღევს მთელი საათი გაატარა საკუთარ სანერგეებში, სადაც ქორფა კალმებს ახალამოყრილ საძირეებზე ამყნობდა. ის-ის იყო საქმე დაასრულა, იარაღი ყუთში ჩააწყო და თავის ნახელავს სიამოვნებით შეავლო თვალი, რომ მოუახლოვდა მებაღე, რომელსაც დიდად ეამა, აქაოდა, ბატონმა თავი გამოიდო და ჩემი წილი სამუშაო შეასრულაო.
- ჩემი მეუღლისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი? - ჰკითხა ედუარდმა მებაღეს და წასასვლელად გაემზადა.
- გაღმაა, ახალ პარკში, - მიუგო მებაღემ, - დღეს ამთავრებენ ხავსის ქოხს, ციხე-დარბაზის პირდაპირ რომ ააშენა ციცაბო კლდეზე. ირგვლივ ყველაფერი ძალიან გალამაზდა, თქვენს მოწყალებას უთუოდ მოეწონება. იქიდან შესანიშნავი ხედი იშლება: ქვემოთ სოფელია, ოდნავ ხელმარჯვნივ მოჩანს ეკლესია, რომლის წვეტიანი გუმბათი თვალს ნაკლებად ეღობება, მოპირდაპირე მხარეს კი ციხე-დარბაზი და ბაღებია.
- სავსებით სწორია, - უპასუხა ედუარდმა, - აქეთ მომავალმა დავინახე, რომ იქ ხალხი მუშაობდა.
- შემდეგ, - განაგრძო მებაღემ, - მარჯვნივ ფართო ხეობაა, ხედავ ხეებით დაფარულ მდელოებს და თვალისმომჭრელ შორეთს? ბილიკი, კლდეს რომ ზევით მოუყვება, ძალიან ლამაზადაა გაკვალული. ჩვენი მოწყალე ქალბატონი ასეთ...
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
ოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (28.08.1749-22.03.1832) - გერმანელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე.