მახასიათებლები
- სათაური: ანარქია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ელიზე რეკლიუ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2544
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ელიზე რეკლიუ - ანარქია
ქვეყნდება შპს აიბუქს-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. ibooks.ge
Élisée Reclus - Anarchy
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ანარქია
ანარქია არ არის ახალი თეორია. თვით სიტყვა „მთავრობის უარყოფის“, „უუფროსოდ არსებული საზოგადოების“ აზრით ძველია და პრუდონზე ადრე იყო ხმარებაში.
სიტყვის მომდინარეობის კითხვა არც ისე საყურადღებოა. ანარქისტებამდეც არსებობდნენ „აკრატები“ (მმართველობის უარის მყოფელნი) და მათაც საკუთრი მეცნიერული სახელი ჩამოაყალიბეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მათი მრავალი თაობა მოჰყვა ერთიმეორეს. ყოველთვის არსებობდნენ თავისუფალი კაცები, რომელთაც კანონები ეზიზღებოდათ, რომელთაც არავითარი უფლება არ სწამდათ და რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ თავისი არსებობის უფლებით, თავისი გონების ბრძანებით. ის კი არა, პირველყოფილ ხანებშიც კი ყველგან ვხედავთ გვარებს, რომლებიც შედგებიან თვითმართველი კაცებისაგან, რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი დაძალებული კანონები, არავითარი სამართი ყოფაქცევისა, გარდა „თავისი სურვილისა და კეთილი ნებისა“, რაბლესი არ იყოს.
მაგრამ თუმცაღა ანარქია ისეთი ძველია, როგორც თვით კაცობრიობა, მიუხედავად ამისა მის თანამედროვე წარმომადგენლებს შემოაქვთ სამყაროში რაღაც ახალი. მათ კარგად აქვთ შეგნებული მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიონ, და სადაც კი არიან, ისინი ყველა ერთსულოვნად მიისწრაფვიან თავისი იდეალისკენ, რომელიც წარმოადგენს მთავრობის უარყოფას, რაგვარი ფორმისაც უნდა იყოს ის. ოცნება მსოფლიო თავისუფლებაზე აღარ არის...