მახასიათებლები
- სათაური: ტიბეტური თქმულება იესო ქრისტეზე
- ISBN კოდი: 978-9941-9827-8-1
- ავტორი: ე. ლაზარევი
- გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა
- გამოცემის თარიღი: 2024
- ენა: ქართული
- გვერდები: 53
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 272
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
ტიბეტური თქმულება იესო ქრისტეზე
ე. ლაზარევი - ტიბეტური თქმულება იესო ქრისტეზე.
თარგმნა ქეთი ხუციანიძემ
„წიგნსაც კი თავის ბედისწერა აქვს“ . ეს ლათინური აფორიზმი სრულად შეესატყვისება „ტიბეტური თქმულება იესო ქრისტეზე“ - შუააზიურ აპოკრიფულ თქმულებას, როგორც იესო ქრისტეს შუა აღმოსავლეთში უწოდებენ, ისაზე. თქმულების პირველი ევროპული (ფრანგული) თარგმანი 1894 წელს პარიზში გამოიცა. მისი რუსული თარგმანი ხარკოვის ჟურნალში „вера и разум“ („რწმენა და გონება“) დაიბეჭდა, ხოლო ცალკე ბროშურის სახით პეტერბურგში, გამომცემლობა „Вестник Знания“ („ცოდნის მაცნე“) 1910 წელს გამოქვეყნდა.
თანამედროვე გაგებით ამ პუბლიკაციებს არ შეიძლება სამეცნიერო ეწოდოს - მათი ტექსტი, გარკვეულწილად, პოპულარიზებულია, არ არსებობს განმარტებითი კომენტარები. თუმცა აპოკრიფის შინაარსი უდავო ინტერესს იწვევს. იგი მოგვითხრობს იესო ქრისტეს ცხოვრების იმ პერიოდზე (14-დან 29 წლამდე), რომლის შესახებაც კანონიკური სახარებები დუმს.
რას მოიცავს ტექსტის წინა ისტორია? რუსი ჟურნალისტის, ფრანგული თარგმანის ავტორის, ნიკოლაი ნოტოვიჩის თქმით, ისაზე ხელნაწერი 1887 წელს აღმოუჩენია. ლადახში (ჩრდ. ინდოეთი) მოგზაურობისას, ფეხის მოტეხილობის გამო იძულებული გახდა, ბუდისტურ მონასტერში, ჰემისში გაჩერებულიყო, სადაც შეიტყო, რომ მონასტრის ბიბლიოთეკა ისას შესახებ ტიბეტურ ენაზე დაწერილ წერილებს ინახავდა. ნოტოვიჩის სიტყვებით, ერთი მთლიანი ტექსტი არ არსებობდა. ერთ-ერთმა ლამამ მას მონასტერში დაცული ტექსტების შესახებ ინფორმაცია გაანდო. ნოტოვიჩმა მისი დახმარებით ისას შესახებ მიმოფანტული ისტორიები, რომელიც სხვადასხვა ხელნაწერთა კრებულში იყო შეტანილი, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგა. ისაზე თქმულებები პალის ენაზე ინდოეთში ჩვ.წ.-ის პირველი საუკუნის შუახანებში, ქრისტეს ინდოეთსა და ნეპალში ცხოვრებისას დაწერილა, იესოს თვითმხილველი ადამიანებისა და ინდოელი ვაჭრების მონათხრობის საფუძველზე, რომელთაც იერუსალიმთან სავაჭრო ურთერთობები ჰქონდათ.
დაახლოებით 200...