iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ბრბოს შეხედულებები

ავტორი: გუსტავ ლე ბონი

2017 წელი | გამომცემელი: iBooks

მთარგმნელი: ქართველი

ფსიქოლოგია, ესსეისტიკა, კლასიკა

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
2785
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(3 შეფასება)
ანოტაცია

ბრბო, ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა სინამდვილეში უაღრესად რთული ორგანიზმია. მისი შეხედულებების ჩამოყალიბება საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობს და ექვემდებარება, როგორც დისტანციურ (დრო, რასა, ტრადიციები, აღზრდა, განათლება), ისე მყისიერ ფაქტორებს (ხატები, ფორმულები, ილუზიები, გამოცდილება, გონება). სწორედ ამ ფაქტორების და არა ლოგიკის მართებულად გამოყენებით არის შესაძლებელი ბრბოს მართვა. როგორც თავად ავტორი ამბობს, „ვისაც ბრბოს შეცდომაში შეყვანა შეუძლია, ის იოლად იქცევა მის მბრძანებლად; ხოლო ვინც მის ჭკუაზე მოყვანას ცდილობს, ყოველთვის მისი მსხვერპლია“.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
გუსტავ ლე ბონი
გუსტავ ლე ბონი

შარლ-მარი გუსტავ ლე ბონ (07.05.1841-13.12.1931) - ფრანგი ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ანთროპოლოგი, არქეოლოგი, ექიმი, ფიზიკოსი და გამომგონებელი. მიიჩნევა მასების ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ფუძემდებლად.