iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს

ავტორი: ცირა გელენი

2018 წელი | გამომცემელი: ცირა გელენი

ისტორია, რომანი, სათავგადასავლო

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
1770
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(3 შეფასება)
ანოტაცია

ისტორიული რომანი: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ აქამენიდთა სპარსეთის იმპერიაზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ იგი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ანტიკურ წყაროებზეა დაფუძნებული, ავტორი ამბავს მაინც თავშესაქცევი, თითქმის ეროტიკული თხრობით გადმოგვცემს. სასახლის ინტრიგები, სისხლისმღვრელი ომები, თავბრუდამხვევი თავგადასავლები, შორეული მოგზაურობები და სასიყვარულო ისტორიები მკითხველს რომანის აკადემიურობას სრულიად ავიწყებს. ორი მთავარი გმირის, სვანეთის მთავრის ქალიშვილის, მზისიასა, და სპარსეთის ძლევამოსილი უფლისწულის, ქშაიარშას რომანტიულ ურთიერთობას ავტორი ნაწარმოების ფაბულად იყენებს, რათა მის ფონზე წინ წამოსწიოს ისეთი ზოგადსაკაცობრიო თემები, როგორიცაა: ადრეული რელიგიებისა და ფილოსოფიური მიმდინარეობების საწყისები, ქალთა როლი უძველეს ცივილიზაციებში, სექსი, ჰომოსექსუალიზმი და ბევრი სხვა დღემდე აქტუალური საკითხი. ეს პროექტი უზარმაზარია. იგი 50-მდე პირველხარისხოვან და 400-ზე მეტ მეორეხარისხოვან პერსონაჟს, ხოლო გეოგრაფიული თვალსაზრისით, თითქმის მთელ იმჟამინდელ სამყაროს მოიცავს. რომანი ძვ. წ. 503 წელს, მეფე რადიოს I ზეობის დროს იწყება, ქსერქსე I მმართველობას მთლიანად ფარავს და არტაქსერქსე I მეფობის დასაწყისში, ძვ. წ. 460 წელს მთავრდება.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
ცირა გელენი
ცირა გელენი

ცირა გელენავა-ვოლობუევა - ფილოლოგი-ლინგვისტი, დიზაინერი, პედაგოგი, მწერალი და მთარგმნელი.