iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ჯარისკაცი

ავტორი: დეა ცუცქირიძე

2012 წელი | გამომცემელი: დეა ცუცქირიძე

ქართული, თანამედროვე, რომანი

ფორმატები: html, pdf
1325
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
3.3
(3 შეფასება)
ანოტაცია

“ჯარისკაცი“ პოლიტიკური განცხადება არ გახლავთ, ის არც დოკუმენტური პროზაა, ისტორიული ფაქტების გულგრილი აღწერით, “ჯარისკაცი“ მხატვრული ლიტერატურაა, რომელიც გიამბობთ ერთი ჩვეულებრივი, სოხუმელი ბიჭის ამბავს. ამბავს, იმაზე, როგორ ხდებიან ადამიანები გმირები, გმირები კი ... დევნილები. წინა საუკუნის უდიდესი პოლიტიკური ფარსი, სამამულო ომი აფხაზეთში, რომელიც “დიდი“ და ბოროტი იმპერიის “შემოქმედებაა“, რა თქმა უნდა, ჩვენი დაუკვირვებლობით, უნდობლობით, გადაჭარბებული ემოციურობით “დავუშვით“ ქართველებმა. ამაში ხელი აფხაზმა “ძმებმაც“ “შეგვიწყვეს“, მათაც გაასმაგებული ამბიციებითა და მოღალატეობრივი დამოკიდებულებით ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ, რომელსაც წინ ქართველების გაუგონარი სირცხვილი, სამოქალაქო ომი უძღვოდა. სამწუხარო სიმართლე; ჩვენი ქვეყნის სევდიანი ამბავი; ისტორიული დრამა; წიგნი ომსა და ვნებიან სიყვარულზე და ა.შ. და ა.შ... “ჯარისკაცი“ ათასი ეპითეტით შეგიძლიათ შეამკოთ, მაგრამ მთავარი აქ ავტორის თხრობის დამაჯერებლობა ან სიმსუბუქე კი არ არის, არამედ ის, რომ ეს რომანი სიმართლისათვის თვალის გასწორების მცდელობაა. რა თქმა უნდა, თუ ბოლოს და ბოლოს, ყველამ ერთად არ გავიარეთ და გავიაზრეთ რა მოხდა აფხაზეთში, ჩვენ დაუსრულებლად ვიტრიალებთ წრეზე: ისევ ვესვრით ერთმანეთს ტყვიებს თუ არა, ტყვიებად ქცეულ სიტყვებს მაინც! ისევ დავუშვებთ შეცდომებს! არ გვეცოდინება ვინ ვართ ან რა გვინდა! ვიოცნებებთ უცხო, ბედნიერ ქვეყნებში ემიგრაციაზე, სადაც არც არავინ გველოდება და არც არასდროს დაგველოდება! ჩვენს ქვეყანას კი, ინტელექტგამოცლილ, დაღლილ, დაბერებულ, დაჩიავებულ, ერთმანეთის ზიზღით დაპატარავებულ, მავთულხლართებით დასერილ, სისხლისგან დაწრეტილ ქვეყანას ყვავ-ყორნები დაგვიჯიჯგნიან... “ჯარისკაცის“ მთავარი პერსონაჟი ერთგან ამბობს: “არ ესროლო შენიანს, რაც არ უნდა გითხრან პოლიტიკოსებმა!“ ეს მწარე გამოცდილებიდან ნათქვამი სიტყვებია. ამისთვის დაიწერა ჯარისკაცი: ქართველის მოკლე ისტორიული მეხსიერება რომ გამოაცოცხლოს, იგივე შეცდომებისგან რომ დაიცვას. სიყვარულით დაიწერა... წაიკითხავთ და იგრძნობთ. დავით დიდბერიძე, “ჯარისკაცის“ სამხედრო კონსულტანტი

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
დეა ცუცქირიძე
დეა ცუცქირიძე

დეა ცუცქირიძე დაიბადა და დღემდე ცხოვრობს თბილისში. არის აფხაზეთის ომის ვერტერანი ჟურნალისტი, რამდენიმე პროზაული კრებულის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. ამჟამად მუშაობს გაზეთში “კვირის პალიტრა.“