მახასიათებლები
- სათაური: გველის პერანგი
- ISBN კოდი:
- ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 265
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5066
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ეკბატანა;
ქაშანის ხალიჩა;
სისხლი მორკინალის;
ხალიბის რკინა;
მამალი ცეცხლი;
ირაჰშანდა;
ქარავანი;
ინტერმედია;
ცხრამუხა;
ნორდოსტ;
იმამ ზადე ჰაშიმ;
ტფილისი;
ქართლის ცხოვრება;
კუბო მზეში;
მზის ნარქენი;
სკვითების მენადა;
მამა;
გველი პერანგს იხდის;
ეპილოგი;
გადაფურცვლა
სარჩევი
ეკბატანა
ქაშანის ხალიჩა
სისხლი მორკინალის
ხალიბის რკინა
მამალი ცეცხლი
ირაჰშანდა
ქარავანი
ინტერმედია
ცხრამუხა
ნორდოსტ
იმამ ზადე ჰაშიმ
ტფილისი
ქართლის ცხოვრება
კუბო მზეში
მზის ნარქენი
სკვითების მენადა
მამა გველი პერანგს იხდის
ეპილოგი
გოეტჰეს - რომლის „ტყის მეფე“ წაკითხვამდე ვიგზნე შვიდი წლის ბავშვმა - გოეტჰეს თვალს რომანი „გველის პერანგი“. როგორც სიყვარული.
ეკბატანა
ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი
სიტყვა ამოჭრილი ჰამადანში ნახულ ხვლიკისფერ ქვაზე.
ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლით - სერი მჲუსელლაჰ. სერიდან სამხრეთ დიდი ქვის ლომი წითური: თითქო მზით ნაყვავილევი. ქვის ლომი:კირსილისაგან ჩამოსხმული. კირში - მზის ხურუში და სილაში - მზის თესლები. ქვის ლომი ფარია ქალაქის. სპარსეთის ტიტველ ნაპრალებიდან, საცა გახელებული მზე ავხორცობის ჟინს იკლავს, ხანდახან ლომის გრგვინვა გადავარდება სუნთქვაშეკრულ ხევებში და გრიალის ბრაზიანი ღვარიშორს-შორს დიდ მანძილზე არღვევს ირანის მყუდროებას. არის ამ გრიალში უცნაური სითავადე: უტეხი და ზვიადი. ქვის ლომი ხმალია ჰამადანის.დიდი შუადღის ჟამს როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დადაღული. უნაყოფო იღებს ფალლოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს წითურ ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალლოსს მზით გასუდრულ ქვას და ელის პირგამეხილ ნადირისაგან კურნებას. ცხელ ქვიშაზე თითქო პეშვებით ესხმიან შელოცვანი: კაცმა არ იცის რა ენაზე.
სერი მჲუსელლაჰ: „ადგილი სალოცავი“. მაღალი სერიდან ველი: სიგრძით ხუთმეტი მილი და სიგანით ცხრა. უწყვეტი რიგი ბაღების და მდელოების.ხშირად: ტანაშოლტილი ხე ალვისა. აქა-იქ: უცნაური ხე „narvend“ ფანტასტური ფორმებით. ზოგან: ლარდარტყმული ხეივანი. ველი ჰამადანის:ზვირთებივით...
გრიგოლ რობაქიძე
გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი, დასავლეთ საქართველო - გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი; საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი.