iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში

ავტორი: ჯორჯ ს კლასონი

1926 წელი | გამომცემელი: Besik Ghviniashvili

მთარგმნელი: ბესიკ ღვინიაშვილი

ბიზნესი, თარგმანი, ეკონომიკა

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
285
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(3 შეფასება)
ანოტაცია

თქვენს წინ გადაჭიმულია თქვენი მომავალი, გზის მსგავსად, რომელიც შორსაა. ამ გზის გასწვრივ ამბიციებია რომელთა დაკმაყოფილებაც გსურთ. თქვენი ამბიციების და სურვილების შესრულების მიზნით, ფული წარმატებით უნდა გამოიყენოთ. ფინანსური პრინციპები ცხადადაა განხილული შემდეგ გვერდებზე. დაე, მათ აგაცილონ ცარიელი საფულის უიღბლობები , სავსე საფულეს მოაქ ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა. სიმძიმის კანონის მსგავსად, ისინი უნივერსალური და უცვლელია. დაე, გიჩვენონ, როგორც უჩვენეს ბევრ სხვას, ნამდვილი გასაღები მსუქანი საფულისთვის, უფრო დიდი საბანკო ნაშთების და დამაკმაყოფილებელი ფინანსური წინსვლა. ფული უხვადაა იმათთან, ვისაც ესმის მისი მარტივი წესები 1. დაიწყეთ თქვენი საფულის გასქელება 2. აკონტროლეთ თქვენი ხარჯები 3. გაამრავლე შენი ოქრო 4. დაიცავით თქვენი საგანძური დაკარგვისგან 5. აქციეთ თქვენი საცხოვრებელი მომგებიანი ინვესტიციად 6. დაზღვიეთ მომავალი შემოსავალი 7. გაზარდეთ თქვენი შოვნის უნარი

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
ჯორჯ ს კლასონი
ჯორჯ ს კლასონი

ჯორჯ სამუელ კლასონი დაიბადა ლუიზიანაში, მისური, 1874 წლის 7 ნოემბერს. ის დადიოდა ნებრასკის უნივერსიტეტში და მსახურობდა შეერთებული შტატების არმიაში ესპანეთთან ომის დროს. პუბლიცისტის ხანგრძლივი კარიერის დასაწყისში, მან დააარსა Clason Map Company of Denver, Colorado და გამოაქვეყნა შეერთებული შტატების და კანადის პირველი საგზაო ატლასი. 1926 წელს, მან გამოსცა პირველი პამფლეტების ცნობილი სერია მღელვარებისა და ფინანსური წარმატების შესახებ, რაშიც გამოიყენა ძველ ბაბილონში გამოთქმული იგავები საკუთარი აზრების დასამოწმებლად. ეს ნაშრომები დიდი რაოდენობით გადანაწილდა ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში და მილიონებისთვის გახდა ცნობილი, ყველაზე ცნობილი კი იყო “ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში,” იგავი, საიდანაც წინამდებარე წიგნი იღებს თავის დასახელებას. ეს “ბაბილონური იგავები” გახდა თანამედროვე ინსპირაციული კლასიკა.