iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ლხინი პარნასში

ავტორი: მარინე ქარცივაძე

2015 წელი | გამომცემელი: iBooks

ქართული, თანამედროვე, პოეზია

ფორმატები: html, pdf, epub
1367
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

ჩვენ იშვიათად ვხვდებით მათ, ვინც გვიყვარს და მუდამ ცალ-ცალკე. რა ბედნიერება იქნებოდა, რომ შეგვეძლოს ყველას ერთად შეყრა! მარინა ქარცივაძემ ეს შეძლო და შეხვედრის ადგილიც შესანიშნავი აირჩია - კაფე "პარნასი". ამ მახვილგონიერი პოემის მთავარი ღირსება სიყვარულია: ლიტერატურის, მწერლების, პერსონაჟების, მუსიკის. ყველა ერთად ლხინობს კაფე პარნასში და ჩვენებიც აქ არიან, როგორც ამ დიდი დღესასწაულის ნაწილი. კაფე პარნასში ქართველი მწერლები და მარინა ქარცივაძე კაცობრიობის საუკეთესო შვილებს, მათ შექმნილ პერსონაჟებს და შთაგონების წყაროებს მასპინძლობენ. შემოგვიერთდით! არჩილ ქიქოძე

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
მარინე ქარცივაძე
მარინე ქარცივაძე

მარინე ქარცივაძე - მუსიკოსი, მსახიობი (ოთარ იოსელიანის მუზა - "გიორგობისთვე", "იყო შაშვი მგალობელი", "პასტორალი" და სხვა); ბოლო ხანს მწერალი და პოეტი. გამოცემული აქვს წიგნები "ორეული", "ტარასის გზავნილი დედამიწას", როგორც თავად ავტორი უწოდებს - ზღაპარი ყველასათვის, და ლიტერატურის სიყვარულით აღსავსე პოემა "ლხინი პარნასში".