iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

მოგონებანი

ავტორი: გიორგი მაზნიაშვილი

2014 წელი | გამომცემელი: iBooks

ქართული, დოკუმენტური, ისტორია

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
3359
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.7
(3 შეფასება)
ანოტაცია

დიდი ქართველი გენერლის მოგონებები მოიცავს პერიოდს 1917-დან 1925 წლამდე და გადმოგვცემს უშუალო მონაწილის შთაბეჭდილებებს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების შესახებ და მისეულ ხედვას გასაბჭოებამდე ქვეყნის მისვლისა. ფასდაუდებელი მასალაა ამ პერიოდის საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ყველა პიროვნებისთვის.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
გიორგი მაზნიაშვილი
გიორგი მაზნიაშვილი

გიორგი მაზნიაშვილი (1870-1937) - დაუმარცხებელი ქართველი გენერალი, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, თბილისის გენერალ-გუბერნატორი, აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი, ახალციხე-ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, წითელი ლაშქრის სარდალი თურქეთთან ომში. ორჯერ დაიბრუნა ბათუმი და საქართველოს საზღვრები გადაიტანა სოჭს იქეთ. დახვრეტილია ბოლშევიკების მიერ. 2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.