iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

რუნიკა-პირველი ნაბიჯები

ავტორი: ნუკრი ლურსმანაშვილი

2019 წელი | გამომცემელი: ნუკრი ლურსმანაშვილი

ქართული, მეცნიერული, კვლევა

ფორმატები: pdf
397
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.7
(6 შეფასება)
ანოტაცია

საქართველოში სულ უფრო და უფრო ჰგორდება ინტერესი რუნების მიმართ. თქვენს წინაშეა ქართულენოვანი სახელმძღვანელო "რუნიკა" - პირველი ნაბიჯები, რუნოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის.წიგნში მოცემულია მასალები მეცნიერული კვლევების შესახებ."უმკაცრეს ბუნებრივ პირობებში გადასარჩენად და განსავითარებლად ადამიანს, გარდა საყოფაცხოვრებო და საომარი იარაღებისა, დასჭირდა ინტელექტუალური იარაღიც საგნებზე და მოვლენებზე ზემოქმედებისათვის და განვითარების გარკვეულ სტადიაზე, შექმნა მძლავრი ენერგეტიკული სისტემა გრაფიკული სიმბოლოებისა, რომელმაც თავისთავად უზრუნველჰყო დამწერლობის წარმოშობაც. დღსდღეობით რუნები გამოიყენება მარტოოდენ, როგორც მისტიკური სიმბოლოები. რა არის რუნა? - რუნა უპირველეს ყოვლისა არის ალფავიტი,ძველი გერმანების და სკანდინავების. ტერმინი "რუნები" ნიშნავს "საიდუმლო"-ს, "ჩურჩულით ნათქვამ საიდუმლოს", "უჩუმრად ჩურჩულს". ყოველი რუნა შედგება სამი ელემენტისაგან: ფორმა - ეს თავად ნიშანი, ბგერა - რუნის ფონეტიკური მნიშვნელობა და რუნის საიდუმლო, დაფარული მნიშვნელობა. სამივე ასპექტი ერთმანეთთან მჭიდროს არის მიბმული - გამოსახულება, ბგერა და ვიბრაცია. რუნა კი თავად არის კანონი, რომელიც ააქტიურებს მაგიას. ამ პრინციპს დღესაც იყენებენ მაგები და წამღერებით იმეორებენ რუნებს გალდორის ("შელოცვა" , "მაგიური") პროცესში. 

მახასიათებლები
გადაფურცვლა
ნუკრი ლურსმანაშვილი
ნუკრი ლურსმანაშვილი

ნუკრი ლურსმანაშვილი - ფილოლოგი.