iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

თანაზიარება და სხვადყოფნა

ავტორი: იოანე ზიზიულასი

2019 წელი | გამომცემელი: sanli

მთარგმნელი: თამარ გოგუაძე ზურაბ ჯაში

თანამედროვე, ფილოსოფია, რელიგია

ფორმატები: pdf
1651
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის წინა ნაშრომი – „არსებობა, როგორც თანაზიარება“ სრულიად სამართლიანად მოიაზრება XX საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეოლოგიურ წიგნად. ის დიდი ხანია, გავლენას ახდენს ეკუმენურ დისკუსიებზე და ბევრი ეკლესიის ლექსიკონსა და ვარაუდებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თვითშეგნებისა და სამღვდელო ხელდასხმის სპეციფიკური გაგების გააზრებას ცდილობენ. თუმცა, რასაც ზიზიულასი ეკლესიის შესახებ ამბობდა, იმ არგუმენტთა წყებით იყო გამყარებული, რასაც ჩვენ სიტყვა „ღმერთში“ ვგულისხმობთ და იმითაც, თუ როგორ აყალიბებს ღმერთზე ჩვენი წარმოდგენა ყოფიერების ჩვენსავე ხედვას. მომდევნო გვერდებზე ეს შთაბეჭდილებები უფრო და უფრო ღრმად არის გააზრებული და საფუძვლიანად აყალიბებს მთელი ქრისტიანული თეოლოგიის ამომწურავ მოდელს.

მახასიათებლები
გადაფურცვლა
იოანე ზიზიულასი
იოანე ზიზიულასი

იოანე ზიზიულასი (10.01.1931) - ბერძენი მართლმადიდებელი პრელატი. დღესდღეობით კონსტანტინოპოლის ეკუმენიკური პატრიარქატის პერგამონის მიტროპოლიტ ეპისკოპოსია. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მართლმადიდებელი თეოლოგია მსოფლიოში.