მახასიათებლები
- სათაური: 30 წლის ქალი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ონორე დე ბალზაკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 154
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3507
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
I. პირველი შეცდომები;
II. იდუმალი წამება;
III. ოცდაათი წლის ასაკში;
IV. განგების ხელში;
V. ორი შეხვედრა;
VI. დამნაშავე დედის სიბერე;
გადაფურცვლა
ონორე დე ბალზაკი - 30 წლის ქალი
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
Honore de Balzac - Le femme de trente ans;
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I. პირველი შეცდომები
II. იდუმალი წამება
III. ოცდაათი წლის ასაკში
IV. განგების ხელში
V. ორი შეხვედრა
VI. დამნაშავე დედის სიბერე
ვუძღვნი ლუი ბულანჟეს, მხატვარს.
I. პირველი შეცდომები
1813 წლის აპრილის თვის დამდეგს ერთი ასეთი კვირადღე გათენდა, რომელიც პარიზელებს ჰპირდებოდა, ქუჩებზე არც ტალახი იქნება და ცაც გადაიკამარებსო. ჯერ შუადღეც არ იყო, რომ კაბრიოლეტმა, რომელშიც ორი ფიცხი ცხენი ება, კასტილიონეს ქუჩიდან რივოლის ქუჩაზე გადმოუხვია და იმ ეკიპაჟის უკან გაჩერდა, ფეიანების მოედანზე ახლად გაკეთებულ მესერთან რომ იყვნენ ჩამწკრივებულნი. ეს მსუბუქი ეტლი ავადმყოფური გარეგნობისა და მჭმუნვარე სახის კაცს მიჰყავდა. შევერცხლილი თმა, ძლივს რომ უფარავდა ჩაყვითლებულ თავის კანს, ნაადრევად აბერებდა. კაცმა სადავე ეტლის გამყოლ ლაქიას გადაუგდო და ქვაფენილზე გადავიდა, რათა ხელით გადმოეშვა სანდომიანი სახის ქალიშვილი, რომელმაც მაშინვე მიიზიდა მოედანზე უქმად მოხეტიალეთა ყურადღება. ქალიშვილმა ეტლის კიბეზე ფეხი ჩამოდგა და თავის მეგზურს მკლავები ყელზე შემოხვია, მან კი ისე ნაზად გადაიყვანა ქვაფენილზე, რომ ოდნავადაც არ დაუჭმუჭნია ქალის მწვანე რეპსის კაბის მორთულობა. შეყვარებულსაც კი გაუჭირდებოდა ესოდენა ნაზი მზრუნველობის გამოჩენა. უცნობი, ეტყობა, ქალიშვილის მამა იყო;...