მახასიათებლები
- სათაური: აბდულმესიანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: იოანე შავთელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2855
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
შესავალი
1
სამებით ღმერთმან, არსებით ერთმან მომცეს მე სწავლა თქვენდა შემკობად!
გიძღვნა ქებანი: მწადს აქ ებანი, დავითის დავით ვჯდე მუსიკობად.
მესმა ზევსური: რა ვნახე, ვსური, რომ სიტყვა მეთხზნეს მეფისა ძნობად,
მუნ გულისხმობით თვით გულის ხმობით კარი სიბრძნისა სულელთა ცნობად.
2
შემოკრბით, ბრძენნო, ათინელთ ძენო, თამარს ვაქებდეთ მეფედ ცხებულსა,
კრიტს, ალაბს, მაღრიბს, ეგვიპტეს, მაშრიყს, ჩინეთ-მაჩინეთს, თარშის ქებულსა!
რომელნი ელნით, რომელნი ელნით თავს სოგრატისებრ სწავლით გებულსა,
ვარსკვლავთ-მრიცხველნო, სხვათ ბრძენთ მკიცხველნო, ვერ ძალ-გიცთ ქებად, თავს ჰყოფთ ვნებულსა.
3
ძე ადამისი, მსგავსად ამისი, ვისცა ეხილვონ, მამცნონ, სად არი?
ღმერთმან სამოთხით მოგვცა სამ-ოთხით ეთერ ბრწყინვალე, მზეებრ სადარი;
აღმოსავლეთით და დასავლეთით, სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით, უკანასკნელით უფსკრულთ სადარი?
თავი I
4
ვიწყო-ღა ქებად, ძვილ შეკადრებად: მსმენელთ ვაუწყო ქვეყნის მპყრობელი,
მხნე, ლმობიერი, ქველი, ძლიერი, ჰაეროვანი, მტკიცედ მფლობელი,
შარავანდ-გმირი, ორგულთ გამგმირი, მტერთა ქვესკნელად დამამხობელი,
რიტორი, ბრძენი, მეფეთა ძენი, ასპარეზთა ზედ მსპარაზნობელი.
5
დავითისადა დავით ისადა, ეფუცა უფალს სიტყვა-მტკიცედა:
"ნაშობნი შენნი, შენ მიერ შენნი, დავსვა მსაჯულად საყდართა ზედა".
ესე მისით-ა, ესე მისითა კურთხევით უფლებს ძალთა შემწედა.
ა ქამით მორჩი! აქა მით მორჩი სატუხელებრსა, ართუ არედ-ა.
6
არ იონათან, არიო ნათან, ვინ ქმნა მას ზედა ზეთ-მცხებელობა;
დაცხრა, დაყუდნა, მისგან განცუდნა უგმილთა ბორგით ზარ-მცემელობა.
დავით ძლიერი, მხნედ საშინელი, უფლებს და მთავრობს ურჩთ-შემწველობა.
ვგონებ მაქსიმედ: ჩემთვის მაქს იმედ - მისგან სჯულისა დამბეჭდველობა.
7
ხმობს ღმერც ხალისად, ა მერცხალისად ხმა-ტკბილ-მხმობარედ იადონისად;
ნაძვი ლიბანით, სარო ერმონით, ფინიკად...