მახასიათებლები
- სათაური: აბიბოს ნეკრესელის წამება
- ISBN კოდი:
- ავტორი: უცნობი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 4
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 545
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
აბიბოს ნეკრესელის წამება
[ჯერ არს] ჴსენებაჲ წმიდისა მღ[დელთ-მო]ძღურისაჲ და უბიწ[ოჲსა] და ახოვანისა მოწამი[საჲ], რომელსა იგი სამართლად [მინ]იჭებულ იყო საყდარი დიდებისაჲ [უფლისაჲ] დიდისა მისთჳს სარწმუნოებისა მისისა და ყოველთა მიერ წამებისა ჭეშმარიტებისათჳს, რომელმან შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად მისთჳს, რომელი შეიწირა მამისა, და სისხლითა თჳსითა მომიყიდნა. ჩუენ, რომელმან ნაყოფნი გამოიხუნა თავით თჳსით შეწევნითა მაღლისაჲთა, სიწმიდისა იგი სამოცეული და მოღუაწებისა ასეული, თავისა თჳსისა თანა შეერთებითა შჳდეულისა განმასრულებელი, მღდელთმოძ[ღუარი] მაღლისაჲ შუამდგო[მელი ღმრთ]ისა და კაცთაჲ ნეტარი აბიბოს ნეკრესელ ქალაქისა ებისკოპოსი. რამეთუ შორის ორთა წმიდათა განწყობილთა წარმოდგა მღდელობისა საყდარი მოდგამთა თანა უბიწოდ მღდელობითა და მართლ-მკუეთელობითა და კუალად მოწამეთა თანა მჴნედ მოღუაწებითა ორითა გჳრგჳნი[თა] პატივცემული შორის განწყობილსა მართალთასა. ჩემი არს მოწამე ესე და მღდელთ-მოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი, სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თჳსი შეწირა მსხუერპლად მისა მიმართ ჴელითა უსჯულოჲსა მარზაპნისაჲთა.
ხოლო მიზეზი წამებისა მისისაჲ ესრეთ იყო. რამეთუ ჟამსა მას, ოდეს სამეუფოჲ ესე ჩუენი ქართლი სპარსთა მეფესა დაეპყრა და ბილწსა მას მსახურებასა აღასრულებდეს, ვითარცა ესწავა ბოროტად მასწავლელისა მათისა ე[შმა]კისაგან, ამის გამო მრავალნი ადგილნი განჰმზადნეს მათისა მის სამსახურებელისათჳს ქუეყანასა ამას ჩუენსა და მრავალთა დაუმტკიცებელთა სარწმუნოებასა და ნაკლულევანთა გონებითა შეაცთუნებდეს.
ხოლო ნეტარი აბიბოს ნეკრესელ ქალაქისა ებისკოპოსი, სამ[თავ]როჲსა კახეთისაჲ, აღ[იძრა] საღმრთოჲთა შურითა გულს-მოდგინედ და მივიდა მახლობელად უცხოჲსა მის სამსახურებელისა მათისა, დაასხა წყალი და ხენეში იგი, ცეცხლი მათი დაშრიტა. ესე რაჲ ცნეს უსჯულოთა მათ სპარსთა,...