მახასიათებლები
- სათაური: აგამემნონი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ესქილე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 42
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2785
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ესქილე - აგამემნონი
Αἰσχύλος - Ἀγαμέμνων
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის გიგლა სარიშვილს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
აგამემნონი
მოქმედი პირნი:
გუშაგი
არგოსელ მოხუცთა ქორო
კლიტემნესტრა
მაცნე
აგამემნონი
კასანდრა
ეგისთოსი
პროლოგი
არგოსის სამეფო სასახლე. სასახლის სახურავზე წამოწოლილია გუშაგი.
გუშაგი.
ღმერთებსა ვვედრი, ტანჯვას ჩემსას დასდონ სამანი.
უკვე გასრულდა წელიწადი, რაც დარაჯად ვარ
ატრიდთა სახლის სახურავზე ძაღლური ყოფით.
ვთვალე ვარსკვლავნი ღამისანი ზეაღსახედნი
ზოგი რომ ზამთარს, ზოგიც ზაფხულს უგზავნის მოკვდავთ
მარად ელვარე ეთერის ძალით,
რაჟამსაც შთავლენ და უკუნვე აღმოხდებიან.
ახლა მე ველი ჩირაღდნის ნიშანს,
ალს მოლაპლაპეს, რაც გვაუწყებს ტროის დაცემის
მღელვარე ამბავს, ასეთია რწმენა იმ ქალის,
ვინც დიაცია, მაგრამ სულით მამრთაგანია.
ცვარი ასველებს საწოლს ჩემსას, ზედ თვლემს სიზმრები,
თუმც რა სიზმრები, შიშია იგი,
ძილის ჟამს უხმოდ ჩემს თვალებში შემოპარული.
ხან მინდა სტვენა წამოვიწყო, ხანაც სიმღერა,
რომ ყრუ ზუზუნით მოვცელო ძილი.
ბოლოს კი ვტირი, ვტირი სახლზე, სადაც არავინ
აღარ მშთენია მოკეთე და ჭირისუფალი.
ნეტავი მალე ღამეული შემეხსნას ტვირთი
და კეთილ მაცნედ ამოფრინდეს...