მახასიათებლები
- სათაური: აღმოხდების მზე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერნესთ ჰემინგუეი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 123
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2343
- რეიტინგი: 3.0
გადაფურცვლა
წიგნი პირველი
თავი I
რობერტ კონი ოდესღაც კრივის ჩემპიონი იყო პრინსტონის კოლეჯში. არ იფიქროთ, მე დიდ რადმე მიმაჩნდეს ეს წოდება, მაგრამ კონისათვის მართლაც დიდი რამე იყო. გატაცებული თავის დღეში არ ყოფილა კრივით, სინამდვილეში, ეჯავრებოდა კიდეც, მაგრამ დიდის გულმოდგინებითა და გამწარებით სწავლობდა, რომ ამით გაექარწყლებინა თანდაყოლილი სიჯაბნე და საკუთარი ღირსების სიმდაბლე, რასაც მას - როგორც ებრაელს - მუდამ აგრძნობინებდნენ ხოლმე კოლეჯში. უფრო გულდამშვიდებული გახდა, როცა შეიგრძნო, რომ შეურაცხმყოფელს ადვილად დაანარცხებდა ძირს, თუმცა მეტისმეტად ჯაბანსა და ბუნებით მშვიდს სასპორტო დარბაზს გარეთ ერთხელაც არ უჩხუბია. იგი სპაიდერ კელის ყველაზე სანაქებო მოწაფე იყო. სპაიდერ კელი თავის ახალგაზრდა მოწაფეებს - განურჩევლად ყველას - უმჩატესი წონის ილეთებს ასწავლიდა.
არც კი დაგიდევდათ ეს მოწაფე ას ხუთ გირვანქას იწონიდა თუ ორას ხუთს. კონისთვის კი, ეტყობოდა, ზედგამოჭრილი გამოდგა. მართლაც ძალიან მარდი იყო. ისეთი სიყოჩაღე გამოამჟღავნა, რომ სპაიდერი თვითონვე შეეჯიბრა და სამუდამოდ გაუბრტყელა კიდეც ცხვირი. ამან კიდევ უფრო შეაძულა კონს კრივი, მაგრამ თან რაღაც უცნაური კმაყოფილებაც მიანიჭა და ცხვირიც უდავოდ გაუკოხტავა. კოლეჯში სწავლის უკანასკნელ წელს ძალიან ბევრს კითხულობდა და სათვალე წამოიცვა. ვისაც არ შევხვდი, ვერც ერთმა მისმა კლასელმა ვერ მოიგონა იგი, არც ის ახსოვდათ, რომ ოდესღაც საშუალო წონის ჩემპიონი იყო კრივში.
გულღია და გულწრფელი ხალხისა არაფერი მჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ნაამბობი ერთმანეთს ემთხვევა.
ამიტომ რობერტ კონის ჩემპიონობაში მუდამ ეჭვი მეპარებოდა, - ალბათ ცხენმა დაარტყა ტორი სახეზე, ან იქნებ დედამისი დაფეთდა, ან არა და ბავშვობაში რამეს დაჰკრა-მეთქი ცხვირი, - მაგრამ საბოლოოდ თვით სპაიდერ კელიმ დამარწმუნა. სპაიდერ კელის არათუ ახსოვდა კონი, ხშირად ფიქრობდა კიდეც თურმე მასზე, ნეტავ რა მოუვიდაო. მამის მხრით რობერტ კონი შთამომავალი იყო ნიუ-იორკელ ებრაელთა ყველაზე უმდიდრესი გვარისა, ხოლო დედის მხრით...