მახასიათებლები
- სათაური: აღსარება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ ტოლსტოი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 50
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3839
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
(შესავალი გამოუქვეყნებელი ქმნილებისათვის)
I
მე მონათლული და აღზრდილი მართლმადიდებლური რწმენით ვარ. ამას მასწავლიდნენ ბავშვობიდან და შემდეგაც, მთელი ჩემი ყრმობისა და სიჭაბუკის ხანაში. მაგრამ როდესაც 18 წლის ასაკში უნივერსიტეტი მივატოვე, უკვე აღარაფრის მჯეროდა ნასწავლიდან.
ზოგ მოგონებას თუ ვენდობი, სერიოზულად არც არასდროს მწამდა. მხოლოდ ნდობა გამაჩნდა იმის მიმართ, რასაც მასწავლიდნენ და რასაც უფროსები ქადაგებდნენ ჩემს წინაშე; თუმცა ეს ნდობა უკიდურესად მყიფე იყო.
მახსოვს, თერთმეტი წლის ვიყავი, ახლა უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი ბიჭი, ვოლოდენკა მ., რომელიც გიმნაზიაში სწავლობდა, ჩვენთან მოვიდა კვირა დღეს და უკანასკნელ სიახლესავით გვამცნო სასწავლებელში გაკეთებული აღმოჩენა. აღმოჩენა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ღმერთი არ არის და ყველაფერი, რასაც გვასწავლიან, მხოლოდ და მხოლოდ გამონაგონია (ეს 1838 წელს მოხდა). მახსოვს, როგორ დაინტერესდნენ ამ სიახლით უფროსი ძმები და მეც მიმიწვიეს განსახილველად. ყველა გამოვცოცხლდით და ეს სიახლე უკიდურესად თავშესაქცევად და ფრიად შესაძლებლად ჩავთვალეთ.
მახსოვს კიდევ, რომ როდესაც ჩემი უფროსი ძმა დიმიტრი, უნივერსიტეტში სწავლისას უეცრად მისთვის დამახასიათებელი გატაცებით მიენდო რწმენას და შეუდგა ყველა წირვაზე სიარულს, მარხვას, და სუფთა და ზნეობრივი ცხოვრების გზას დაადგა, ჩვენ, მათ შორის უფროსებიც, გამუდმებით მასხრად ვიგდებდით მას და რატომღაც ნოე შევარქვით. მახსოვს, მუსინ-პუშკინი, რომელიც იმხანად ყაზანის უნივერსიტეტის მეურვე გახლდათ, როდესაც საცეკვაოდ გვეპატიჟებოდა, დამცინავად არწმუნებდა უარზე მყოფ ძმას იმით, რომ დავითიც ცეკვავდა კიდობნის წინ. მე მაშინ თანავუგრძნობდი უფროსთა ასეთ ხუმრობებს და მათგან ისეთ დასკვნას ვაკეთებდი, რომ კატეხიზმოს სწავლა და ეკლესიაში სიარული აუცილებელია, მაგრამ ამ ყველაფრის ზედმეტად სერიოზულად მიღება არ ღირს. მახსოვს კიდევ, რომ ფრიად ახალგაზრდა გავეცანი ვოლტერს, რომლის ქილიკი არა მარტო არ მაღიზიანებდა, არამედ საკმაოდაც მამხიარულებდა.
რწმენისგან...
ლევ ტოლსტოი
ლევ ტოლსტოი (09.09.1928-20.11.1910) - დიდი რუსი მწერალი, განმანათლებელი, მოაზროვნე, პუბლიცისტი, იმპერატორის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ითვლება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პროზაიკოსად.