ეს წიგნი მიიზიდავს ბევრ მოაზროვნე მკითხველს, მათ, ვისაც აინტერესებს მეცნიერება და ამავე დროს, მისტიკა, სამყაროს ენერგია და ადამიანის, საკუთარი „მე“-ს ადგილი მიკრო და მაკრო კოსმოსში. გამოცემა ეხება შემქმნელის მიერ შექმნილ სამყაროს, მის ერთიანობას, ჩვენს ადგილს ამ უსასრულო სამყაროში და იმ არსებებს, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ. წიგნში ვისაუბრებ ჩვენს პასუხისმგებლობაზე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ სამყაროს, საკუთარ თავს, ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს და სხვა არსებებს. ეს წიგნი არ არის არც კლასიკური სამეცნიერო და არც მხოლოდ მისტიკური სისტემური ნამუშევარი, ის, ერთგვარი სიმბიოზია.
სოლომონ ასურელი – ქართველი მკვლევარი, მასონი, ავტორი; სხვადასხვა მასონური ლოჟის წევრი 14-15 წლის განმავლობაში, ასევე, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების, როზენკროიცერული და სხვა საზოგადოებების წევრი. ავტორს ორ ათეულზე მეტი ნაშრომი აქვს გამოცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში ისეთ თემებზე, როგორიც არის, მასონობა, ეზოთერიკა, კაბალა, მარტინიზმი, როზენკროიცერული საზოგადოება, ოკულტიზმი, რაინდული საზოგადოებები და სხვა.