მახასიათებლები
- სათაური: ახალი ქართლის ცხოვრება (მეორე წიგნი)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბერი ეგნატაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2868
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
დაჯდა მეფე ადარნასე, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა მას ჟამსა უკუე მოკუდა ქსანთა ერისთავი ვირშელი, და დაშთა ძე მისი შალვა სამისა წლისა, და აღზარდა იგი მეფემან პატივითა მამათათა.
და ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ადარნასე, დაშთა ძე მისი ვახტანგ ექუსისა წლისა, და დაჯდა მეფედ დავით ძმა ადარნასესი, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. მაშინ მამის ძმამან მისმან დავით მეფემან არა რაჲ მისცა ძმისწულსა თჳსსა ვახტანგს. მაშინ შალვა, გაზრდილი მამისა მისის, არა განეშორა, არამედ ზრდიდა ყრმასა მას. მაშინ დავით მრავლითა სიტკბოებითა და მრავლისა დიდებისა მინიჭებითა ევედრებოდა შალვას. ხოლო მან არა ისმინა, არამედ განამაგრნა ციხენი, და შევედრნა ერთგულთა მონათა. და თჳთ წარყვა ძესა მეფისასა ურდოს.
მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თჳსი, და თათარნი შირვანელნი, და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს, და მოადგა ცხრასავე ჴევსა შალვას საერისთვოსა, და ჩამოასხნა დვალანი და ჴადელ-ცხვატელნი, და ყოველნი მთიულნი ქუემონი. და დაწვეს და მოაოჴრეს ყოველი ცხრაძმის ჴევი, გარეშე ციხეთა, და ციხეთა ჰბრძოდეს ქუენიფნევს, ქარჩოხს, ქოლოთს და ისროლის. არამედ ასე ვერ აიხუნეს, და შვიდ წელ გაგრძელდა ომი მათი. ხოლო ციხანთა ესოდენ შესჭირდა და იწყეს ჭამა ღუედისა. და ესევითართა ზედა მოვიდა ვახტანგ და შალვა სპარსთა ლაშქართა ურიცხჳთა სპითა.
მაშინ დავით დგა ბაზალეთს და, ვითარცა სცნა მოსვლა მათი, მიმართა ციხესა დარიელისასა. და მიუდგა უკანა სპა ყოველი და შეიარეს არაგჳ, და გარდავლეს ჯუართა ყელი, და ჩავიდეს დარიელს, და მოადგეს დავითს ციხესა გუელეთისასა.
ხოლო შალვა დადგა ჴადას, და ესოდენ ძლიერად ჰბრძოდა, რომელ ერთსა დღესა აიღო ცხრა ციხე, და დაარღვივა. და მას ერთსა კარასა დაარღვივა ციხე ოცდახუთი, თხუთმეტი იქით არაგჳსა. მაშინ მისცა ვახტანგ დავითს ჯავახეთი და ალასტანი, და გამოიყვანა გუელეთით. ხოლო შალვა მიმართა ჴევთა დვალეთისათა, და მოაოჴრნა ყუელანი. და მოუჴდეს ბოვდაელნი ღამესა ბნელსა, დაუხუდეს მომლოდენი, რამეთუ ესმა შალვას მოსლვა მათი.
მაშინ...