მახასიათებლები
- სათაური: ახალი ქართლის ცხოვრება (პირველი წიგნი)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბერი ეგნატაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3011
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
პირველი ტექსტი
ჟამამდე, ღ(მრ)თივ გჳრგჳნოსნსა მეფისა გიორგისამდე ძისა თავდადებულისა მეფისა დიმიტრისამდე, ეწერათ ცხოვრებანი ქართველთანი. ხოლო ძისა მეფისა გიორგისა, მეფისა ბაგრატისა, არღარა წერებულ იყო, ვიდრე მეფისა გიორგისა ძისა ბაგრატისამდე. ხოლო ამის ბაგრატისა და ძისა მისისა კოსტანტინესი დაეწერათ და ვპოვეთ ძუელთა წიგნთა შინა და ქუემორე რიგსა მისსა ზედა დაგჳწერია. და ესე ამბავნი მის-ზემოთნი გუჯართა და სპარსთა და სომეხთა ცხოვრებისაგან გამოვიღეთ და აღვწერეთ, ხოლო მეფისა ალექსანდრესა და ძისა მისისა მეფისა კოსტანტინესი და შემდგომი ძუელთა კაცთა და სპარსთა ცხოვრებისა, და ქორანიკონთა და გუჯართაგან აღგჳწერია ვიდრე მეფისა როსტომისადმდე. ხოლო მეფისა როსტომის-აქათი თჳთ თუალითა მნახველთა და მისთა ომებთა შინა მყოფთა კაცთაგან აღგჳწერია. და, რაოდენი საეჭუელი იყო, უჴმარ ვყავით, ხოლო მართალი აღგჳწერია ცხოვრებისა ბაგრატ მეფისითგან.
ცხოვრება მეფე ბაგრატ ბაგრატოვანისა, ჲ~ჱ
ჟამსა მას ოდეს განაგებდა ღ(მრ)თივ-გჳრგჳნოსანი მეფეთ-მეფე ბაგრატ, ეპყრა ყოველი საქართველო საბრძანებელსა თჳსსა ქუეშე. მას. ჟამსა იჯდა კათალიკოზი ელიოზ, კაცი საფერი საქმისა.
და ჟამსა მას გამოჩნდა კაცი ერთი თურქეთის ქუეყანასა, სახელით თემურ, ხოლო ეწოდაცა ლანგი, და იყო ესე მკელობელი, და სპარსთა ენათაგან "ლანგ" მკელობელსა ეწოდების, ამად ეწოდა ლანგ-თემურ. და ესე ლანგ-თემურ იყო გუარად ჩინყიზი; და ამისთჳს ეწოდა ჩინყიზი, რომე თურქეთისა ქუეყანისა მკჳდროანთა იყოფებოდა ქალი ერთი, და იყო ქალი ესე მრავლისა ერისა და ულუსისა უფროსი, და იქმნა მის ზედა საქმე ესევითარი: დაორსულდა დედაკაცი იგი, და არა ესუა ქმარი. და შეუძნდა საქმე ესე ერსა და ულუსსა მისსა და შეკრბეს სრასა მის დედაკაცისასა და მიუვლინეს მოციქული და ესრეთ ეტყოდეს: "ვინათგან მთავარ და უფალ ქენილ ხარ ჩუენ ზედა, რასათჳს შეამთხჳე თავსა შენსა საქმე ესე საკიცხელი". ხოლო იგი უარჰყოფდა და ესრეთ ეტეოდა: "უკეთუ ირწმუნებთ სიტყუათა ჩემთა, უწყოდეთ, რამეთუ ჩემ თანა მამაკაცი არა ყოფილა და არცა მივდგომილვარ ჴორციელთა კაცთაგან, და, უკეთუ არა რწმუნო...