მახასიათებლები
- სათაური: ინდივიდუალური ფსიქოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ალფრედ ადლერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 13
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2752
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ალფრედ ადლერი - ინდივიდუალური ფსიქოლოგია
Alfred Adler - Individualpsychologie
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
არ ვიცი, იქნებით თუ არა მადლიერნი ამ მოხსენების დასრულების შემდეგ, როგორც მე ვარ მადლიერი თქვენი მობრძანებისთვის, როდესაც მე ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მთელს აღჭურვილობას წარმოგიდგენთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მათ დარწმუნებას შევძლებ, ვინც, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იცნობს მას და არც წარმოდგენა შექმნია ჩვენი ამოცანის შესახებ. ჩვენი მეცნიერების კრიტიკოსებში ხშირად შემიმჩნევია, რომ ისინი მეორეხარისხოვანს ეტანებიან: აითვისებენ რა ჩვენი მუშაობის ინსტრუმენტებს, მათ მიაჩნიათ, რომ თუ კლავიატურაში გაერკვნენ, ახლა საქმის ცოდნით ძალუძთ იმსჯელონ შედეგების შესახებ, რომელთა მიღწევა ამ კლავიატურის მეშვეობითაა შესაძლებელი. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ამოცანები და მიღწევები არასრულფასოვნების განცდის, უპირატესობისკენ სწრაფვისა და მათი განსხვავებული ფორმების კომპენსაციის აღწერაზე დაიყვანება, ის შემცდარია.
ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანის სულის ვეებერთელა სივრცის შიგნით მიმართულებებისა და გზების შეცნობის შესახებ, იმისა, რომ ვისწავლოთ ინდივიდის ფსიქიკის რთული მელოდიების გაგება, რომლებიც კომპოზიტორის მიერ შექმნილი სიმფონიის მსგავსად გაისმის. ამ გაგებით თითოეული ადამიანი წარმოადგენს შემოქმედს, რადგან ის მთელი რიგი თანდაყოლილი...