მახასიათებლები
- სათაური: ამოკ
- ISBN კოდი:
- ავტორი: შტეფან ცვაიგ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 40
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2154
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
1912 წელს მარტში, ნეაპოლის ნავსადგურში, დიდი ოკეანის გემის გადმოტვირთვის დროს, მოხდა არაჩვეულებრივი უბედური შემთხვევა, რის შესახებ გაზეთებში დაიბეჭდა დაწვრილებით, მაგრამ საკმაოდ ფანტასტიური ხასიათის ცნობები. მე თვით, მგზავრი ვიყავი „ოკეანიის“, მაგრამ ისევე როგორც სხვებიც, ვერ გავხდი მოწმე ამ არაჩვეულებრივი შემთხვევის, რადგან იგი ღამით მოხდა, როდესაც გემს ნახშირით ტვირთავდნენ და, ჩვენ, რომ თავი დაგვეხსნა ხმაურობისაგან, ნაპირს გავედით კაფეებსა და თეატრებში დროის გასატარებლად. როგორც არ უნდა იყოს, მე პირადად ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მოსაზრებანი, რომელიც მე მაშინ საჯაროდ არ გამომითქვამს, შეიცავენ ჭეშმარიტ ახსნას იმ საშინელი სცენისას. ხოლო წელთა დაშორებული ხანი მომხდარი ამბის დროიდან, უფლებას მაძლევენ გამოვიყენო ნდობა, რომლითაც აღმჭურვეს ერთი საუბრის დროს, რომელსაც სწორედ იმ უცნაური ამბავის წინ ადგილი ჰქონდა.
***
როდესაც კალკუტაში, გემის სააგენტოში, ვითხოვე დაეკვეთათ ჩემთვის ადგილი „ოკეანიაზედ“, ევროპაში დასაბრუნებლად, კლერკმა მწუხარებით ასწია მხრები. მან არ იცოდა, შესძლებდა თუ არა უზრუნველეყო ჩემთვის კაბინა, რადგან ამ დროს, წვიმიანი სეზონის დასაწყისში, ყველა ადგილი უკვე ავსტრალიაშივე იყიდება და, ამიტომ, იძულებულია ჯერ დეპეშას მოუცადოს სინგაპურიდან. მაგრამ მეორე დღეს მან მაცნობა სასიამოვნო ამბავი, რომ შეუძლია დაჯავშნოს ჩემთვის ერთი კაბინა, მაგრამ არა საკმაოდ კომფორტული, ქვევით, გემის შუა ნაწილში. მე მოუთმენლად ვისწრაფოდი წასასვლელად, დაყოვნება აღარ შემეძლო და ვთხოვე ადგილი აუცილებლად დაეჯავშნა.
კლერკმა მართალი მითხრა. გემი გაჭედილი იყო, კაბინა კი ცუდი, პატარა ოთხკუთხი, საორთქლე მანქანის ახლოს, განათებული მხოლოდ ილიუმინატორის მიმქრალი თვალით. შეხუთულ და დამყაყებულ ჰაერში ზეთის და ხავსის სუნი იდგა, ერთი წამითაც კი შეუძლებელი იყო მოშორება ელექტრონის გამაგრილებელისაგან, რომელიც, როგორც გაგიჟებული ფოლადის ღამურა თავზევით ტრიალებდა და წრიპინებდა. ქვევით ოხრავდა და გმინავდა მანქანა, როგორც ნახშირის მტვირთველი, შეუწყვეტლივ რომ...