მახასიათებლები
- სათაური: ამსტერდამული მოხსენებები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ედმუნდ ჰუსერლი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 30
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1237
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- I. წმინდად ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია. მისი ცდის სფერო, მისი მეთოდი და ფუნქცია
- II. ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია და ტრანსცენდენტალური პრობლემა
- კომენტარები
გადაფურცვლა
ედმუნდ ჰუსერლი - ამსტერდამული მოხსენებები
Edmund Husserl - Amsterdamsche Berichten
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I. წმინდად ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია. მისი ცდის სფერო, მისი მეთოდი და ფუნქცია
II. ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია და ტრანსცენდენტალური პრობლემა
კომენტარები
წმინდად ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია. მისი ცდის სფერო, მისი მეთოდი და ფუნქცია
1. ფენომენოლოგიის ორმაგი აზრი - როგორც ფსიქოლოგიურის და როგორც ტრანსცენდენტალურის
საუკუნეთა გასაყარზე წმინდად მეცნიერული მეთოდისთვის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ბრძოლაში შეიქმნა ახალი მეცნიერება და ახალი მეთოდი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური კვლევისა. ახალ მეცნიერებას ფენომენოლოგია ეწოდა, რადგან ის და, შესაბამისად, მისი მეთოდი გამოჩნდა გარკვეული რადიკალიზაციის წყალობით იმ ფენომენოლოგიური მეთოდისა, რომლის საჭიროება მანამდეც არსებობდა და რომელიც მანამდეც გამოიყენებოდა ცალკეულ ბუნებისმეტყველთა და ფსიქოლოგთა მიერ. ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც მახი და გერინგი იყვნენ, ამ მეთოდის აზრი დაკავშირებული იყო ზუსტი ბუნებისმეტყველებისთვის თეორეტიზების უსაფუძვლობის მუქარაზე რეაქციასთან; ეს იყო რეაქცია თეორეტიზების წინააღმდეგ შემეცნებით წარმონაქმნთა ჭვრეტისა და მათემატიკური სპეკულაციებისაგან დაშორებული [ფორმით], თეორეტიზებისა, რომლის დროს ვერ მიიღწევა...