მახასიათებლები
- სათაური: ანარქისტული ესსეები
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ბაკუნინი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 19
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2538
- რეიტინგი: 3.5
სარჩევი
ღმერთი და სახელმწიფო;
სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ;
სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე - ანარქია;
ძალაუფლება რყვნის;
გადაფურცვლა
მიხეილ ბაკუნინი - ანარქისტული ესსეები
Михаил Бакунин - Анархичнские Очерки
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ღმერთი და სახელმწიფო
სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ
სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე - ანარქია
ძალაუფლება რყვნის
ღმერთი და სახელმწიფო
ვინ არიან მართლები - იდეალისტები თუ მატერიალისტები? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ იდეალისტები ცდებიან. დიახ, ფაქტები იდეაზე წინ დგანან. იდეალი, როგორც პრუდონმა თქვა, არის მხოლოდ ყვავილი, რომელიც მატერიალურ პირობებშია ფესვგადგმული. დიახ, კაცობრიობის მთელი ისტორია - ინტელექტუალური და მორალური, პოლიტიკური და სოციალური, არაფერია, თუ არა ეკონომიკური ისტორიის ანარეკლი.
თანამედროვე მიუკერძოებელი და ნამდვილი მეცნიერების ყველა მიმართულება თანხმდება ერთ ფუნდამენტურ საკითხზე: სოციალური სამყარო, უფრო ზუსტად, კაცობრიობა, არის ცხოველთა ჯერჯერობით ყველაზე განვითარებული სახეობა. თუმცა, ეს განვითარება გულისხმობს უარყოფასაც - ადამიანები უარყოფენ მათში ცხოველური საწყისის არსებობას. სწორედ ეს უარყოფა, რომელიც გარდაუვალი იქნებოდა, წარმოშობს გარკვეულ იდეალებს, ინტელექტუალური და მორალური სამყაროს რწმენებს და იდეებს.
დიახ, ჩვენი უძველესი წინაპრები, ადამები და ევები, თუ გორილები არა, გორილების ახლო ნათესავები მაინც იყვნენ, წარმოადგენდნენ ყველაზე ძლიერ, ჭკვიან მხეცებს,...