მახასიათებლები
- სათაური: ანტიქრისტე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 55
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3488
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- წინასიტყვაობა
- ანტიქრისტე
- განმარტებები
გადაფურცვლა
ფრიდრიხ ნიცშე - ანტიქრისტე
Friedrich Nietzsche - Der Antichrist
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
წინასიტყვაობა
ანტიქრისტე
განმარტებები
წინასიტყვაობა
ეს წიგნი მცირედთა კუთვნილებაა. შესაძლოა ამ მცირედთაგან ჯერ არავინაც არსებობს. მათ რიცხვში შესაძლოა ისინი იყვნენ, ვისაც ჩემი „ზარატუსტრა“ ესმის”; როგორ შევერწყმოდი მათ, ვისაც მხოლოდ დღეს ეხსნება ყურები? მე მხოლოდ ზეგინდელი დღე მეკუთვნის. ზოგიერთნი სიკვდილშემდეგ იბადებიან.
პირობებს, რომლებშიც ჩემი ესმით და მაშინ კი უკვე ესმით აუცილებლობიდან გამომდინარე - მე ძალზედ კარგად ვიცნობ. ინტელექტუალურ ამბებში სისასტიკემდე პატიოსანი უნდა იყოთ, რათა ჩემს სერიოზულობას, ჩემს ვნებას გაუძლოთ. ჩვევად უნდა გექცეთ მთის მწვერვალზე ცხოვრება, ქვეშ კი თანამედროვე პოლიტიკისა და ნაციონალური ეგოიზმის უსუსურ ლაყბობას უმზიროთ. გულგრილად უნდა იქცეთ, არასოდეს იკითხოთ, ჭეშმარიტებას სარგებლობა მოაქვს თუ ბედისწერად იქცევა ადამიანისთვის... აუცილებელია ძალიდან შობილი სწრაფვა საკითხებისკენ, რომლებზე დღეს ვერავის ჰყოფნის მამაცობა, მამაცობა აკრძალულისკენ; ლაბირინთისკენ დანიშნულება. შვიდი მარტოობის გამოცდილება. ახალი ყურები ახალი მუსიკისთვის. ახალი თვალები ყველაზე შორეულისთვის. ახალი სინდისი ჭეშმარიტებათათვის, რომლებიც დღემდე დამუნჯებული იყო. და ნება მაღალი სტილის ეკონომიისთვის:...
ფრიდრიხ ნიცშე
ფრიდრიჰ ვილჰელმ ნიცშე (15.10.1844-25.08.1900) - გერმანელი ფილოსოფოსი, ფილოლოგი, კულტუროლოგი, პოეტი და კომპოზიტორი. ნიცშეს იდეებმა უდიდესი გავლენა იქონიეს XX საუკუნის ფილოსოფიური აზრის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეგზისტენციალიზმსა და პერსონალიზმზე.