მახასიათებლები
- სათაური: ანტონიო დე ლა პენიას ამბავი
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 47
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1236
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
დიმიტრი უჩანეიშვილი - ანტონიო დე ლა პენიას ამბავი
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
* * *
ძლიერ მცირე ცოდნა გვაქვს და ცუდად ვსწავლობთ.
ფ. ნიცშე, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“
ვერავინ მეტყვის: ვერც დედამ შესძლო ეს და ვერც მამამ; ვერც სხვისმა გამოცდილებამ მაუწყა რამე და ვერც ჩემმა მეხსიერებამ.
ნეტარი ავგუსტინე, „აღსარებანი“
ანტონიო დე ლა პენია დააპატიმრეს. მაშინ ოცდახუთი წლის იყო. სასამართლომდე, წინასწარ პატიმრობაში, და შემდეგაც, სასამართლოს მიმდინარეობისას, ხმა არ ამოუღია, ერთი სიტყვაც არავისთვის უთქვამს.
სასამართლო ერთ დღეში ჩატარდა. ერთ დღეში... ერთ დღეში კი არა, ნახევარ საათში მომთავრდა ყველაფერი. ერთ პატარა, ბათქაშჩამოცვენილ დარბაზში ოცდაათამდე დამსწრე იყო შეკრებილი. რთული გახლდათ იმის თქმა, ვისი მხრიდან იყვნენ. ვინმეს გულშემატკივრობის არაფერი ეტყობოდათ. ალბათ უფრო ისეთი ხალხი იყო, საქმე რომ არაფერი აქვს და სეირის საყურებლად ნებისმიერ ხელსაყრელ ადგილას შეჩერდება, თან ცდილობს წინა რიგში მოექცეს, გაფაციცებით აკვირდება ყველაფერს და საკუთარ აზრსაც გამოთქვამს, ღრმად დარწმუნებული მის სისწორეში, მერე კი წავა და რამდენიმე წუთში აღარაფერი ახსოვს. ანტონიოს მხრიდან მისი საცოლე, მშვენიერი ფელიციდად კასტილიო, იჯდა თვალცრემლიანი. როცა ჰკითხეს, აღიარებდა თუ არა დანაშაულს, ანტონიო ფეხზე წამოდგა და ისევ არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, მოსამართლემ დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა და განაჩენი...
დიმიტრი უჩანეიშვილი
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 04.06.1969) - რომანების, პიესების, მოთხრობების, ესეების ავტორი, მთარგმნელი; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, პიესებისა და მოთხრობათა კრებულები.